გზამკვლევი

 

სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა და წარმართვა [U1] 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი

2021 წელი

 

 

 

 

 

 

 


 

შესავალი

სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის მასწავლებელს ოთხ შეკითხვაზე სჭირდება მკაფიო პასუხი:

1.      რა მიზნით ვასწავლი? (სწავლა-სწავლების მიზნები);

2.      რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი? (სასწავლო საკითხები და რესურსები);

3.      როგორ ვასწავლი? (სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები);

4.      როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს? (შეფასება).

ამ მიმართულებით ზოგად ორიენტირებს ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს (მინისტრის ბრძანება 40/ნ, 18 მაისი, 2016). კერძოდ აქ:

  • გრძელვადიანი მიზნები განსაზღვრულია შესავალ ნაწილში ჩამოყალიბებული ზოგადი კომპეტენციების, საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით;
  • ზოგიერთ საგანში განსაზღვრულია სავალდებულო საკითხების მინიმუმი;  ინდიკატორებით კი შემოხაზულია არეალი;[U2] 
  • ჩამოყალიბებულია ასევე ხუთი პედაგოგიკური პრინციპი, რომელსაც სწავლა-სწავლება და შეფასება უნდა ეფუძნებოდეს.

თუმცა, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვაში მთავარი აქცენტი სკოლასა და პედაგოგებზე გადადის. სკოლა ქმნის სასკოლო კურიკულუმს / სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც მოსწავლის განვითარების კონკრეტულ გზად აქცევს ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად მოთხოვნებს.

პროექტი  „ახალი სკოლის მოდელი“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას ისახავს. მის ფარგლებში განხორციელებული ყველა ინტერვენცია სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესის მხარდაჭერას ემსახურება (დანართში 1. დეტალურადაა აღწერილი ინტერვენციები, რომელიც “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში ხორციელდება). წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც სკოლებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საფუძველზე სასკოლო კურიკულუმის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

რა არის სასკოლო კურიკულუმი? როგორ უნდა წარიმართოს მასზე მუშაობის პროცესი?

 

სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა საგნობრივ საკითხებს, დავალებებს, თემებს, ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებს, [U3] ძირითად და დამატებით რესურსებს, შეფასების ინსტრუმენტებს სთავაზობს სკოლა საკუთარ მოსწავლეებს პიროვნული განვითარებისთვის/ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად. გამომდინარე იქედან, რომ ყველა სკოლას განსხვავებული შესაძლებლობები და საჭიროებები აქვს, თითოეული სკოლის კურიკულუმი უნიკალურია.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში სასკოლო კურიკულუმი განიხილება მთავარ საშუალებად:

·        სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;

·        სასკოლო საზოგადოების ერთიან გუნდად ჩამოსაყალიბებლად;

·        სასკოლო კულტურის გარდასაქმნელად;[U4] 

·        ტექნოლოგიების დასანერგად;

·        სკოლის ავტონომიურობის ხარისხის გასაზრდელად.

 

 

სასკოლო კურიკულუმთან მიმართებით, შინაარსის გარდა, მნიშვნელოვანია თავად ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესიც. პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლები სამინისტროსგან იღებენ რესურსებსა და ინსტრუმენტებს სასკოლო კურიკულუმის შესაქმნელად; კერძოდ, მათ განათლების სამინისტრო სთავაზობს თემატურ მატრიცებისა და კომპლექსური დავალებების ნიმუშებს. მასწავლებლებმა ეს მასალა უნდა განიხილონ და საკუთარი სკოლის საჭიროებებს მოარგონ.

 

რატომ სჭირდება სკოლებსა და მასწავლებლებს სასკოლო კურიკულუმის შექმნა და განვითარება?

 

თითოეული სკოლა ყოველწლიურად ქმნის უნიკალურ პრაქტიკას, რომლის აღნუსხვასაც პედაგოგები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. მათი ჩანიშვნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას რესურსი, რომელიც მომდევნო წელს დიდ დახმარებას გაუწევს მათ სწავლა-სწავლების პროცესში. სასკოლო კურიკულუმი რეალურ საგაკვეთილო პროცესში ქმედითუნარიანი, დასამახსოვრებელი აქტივობების აღნუსხვას გულისხმობს. აქ არ იწერება გაკვეთილის გეგმები და სცენარები (პასუხი შეკითხვაზე - რა აქტივობებს განვახორციელებ მომავალში?), აქ მასწავლებლები ინიშნავენ და ერთმანეთს უზიარებენ:

Ø  კომპლექსური დავალებების (შუალედური მიზნების) მოდიფიცირებულ ვარიანტებს, რომლებიც მათი მოსწავლეებისთვის გამოდგა უფრო აღქმადი და საინტერესო;

Ø  დამატებით რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოადგათ;

Ø  შეკითხვებს, რომლებმაც მოსწავლეებს ხელი შეუწყო სასწავლო მასალის გააზრებასა და ახალი ცოდნის შეძენაში.

 

წლის განმავლობაში ასეთ სტილში გაკეთებული ჩანიშვნები, ერთი მხრივ გამოკვეთს სკოლაში დამკვიდრებულ უნიკალურ პრაქტიკას, მეორე მხრივ კი ქმნის ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებულ ორიგინალურ რესურსს. სასკოლო კურიკულუმის განვითარება (მისი გამდიდრება ახალი გამოცდილებით) უწყვეტი პროცესია. ამ პროცესის შედეგად დოკუმენტი წლიდან წლამდე დაიხვეწება.

 

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საფუძველზე სასკოლო კურიკულუმის ასაგებად და განსავითარებლად მასწავლებელს 4 ძირითადი კომპეტენცია სჭირდება:

1.      გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე შუალედური სასწავლო მიზნების (ანუ კომპლექსური დავალების პირობის) ჩამოყალიბება;

2.      კომპლექსურ დავალებებზე ორიენტირებით სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა;

3.      კომპლექსურ დავალებაზე დაყრდნობით მოსწავლეების მიღწევების შეფასება;

4.      სასკოლო კურიკულუმის სსსმ მოსწავლეებისთვის ადაპტირება.

შესაბამისად, გზამკვლევიც ოთხი თავისგან შედგება. დოკუმენტს ახლავს დანართები. ზოგიერთი მათგანი წარმოაჩენს საგნობრივ მაგალითებს, ზოგიერთი კი აზუსტებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესისთვის აქტუალურ ნიუანსებს.

დანართი 1. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციები;

დანართი 2.  მაკროცნებები;

დანართი 3.  ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურის შედეგები და სამიზნე ცნებები;

დანართი 4.  პრიორიტეტული თემები;

დანართი 5.  საგნობრივი სამიზნე ცნებები, ქვეცნებები და საკითხი;

დანართი 6.  თემებისა და საკითხების სავარაუდო განაწილება კურიკულუმისთვის;

დანართი 7.  პროდუქტების ტიპოლოგია რა ფორმითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი კომპლექსური დავალება;

დანართი 8.  შეფასების კრიტერიუმების ცხრილი;

დანართი 9.  მოსწავლის პროფილი (ექსელის ცხრილის სახით)

დანართი 10. თემატური მატრიცის ერთი შევსებული ნიმუში.

დანართი 11. თემატური მატრიცის ადაპტირებული ვერსია სსსმ მოსწავლეებისთვის.

დანართი 12.   სასკოლო კურიკულუმის ჩარჩო.

თავი 1 - გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე შუალედური სასწავლო მიზნების (კომპლექსური დავალებების) ჩამოყალიბება

კურიკულუმი, თავისი ბუნებით, მიზანზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი აგებისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების იერარქიაში გარკვევას.

ქვემოთ წარმოდგენილია ორი პარაგრაფი:

ა) გრძელვადიანი მიზნები;

ბ) მოკლევადიანი / შუალედური მიზნები;

პირველი მათგანი უფრო განათლების ექსპერტებისთვისაა განკუთვნილი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ეროვნული სასწავლო გეგმისა და „ახალის სკოლის მოდელის“ მიმართებას განსაზღვრავს საგანმანათლბლო სისტემაში მოქმედ სხვადასხვა დოკუმენტებთან და პროექტებთან. მეორე პარაგრაფი კი წარმოადგენს პრაქტიკულ რჩევებს სასკოლო კურიკულუმისთვის შუალედური სასწავლო მიზნების ჩამოსაყალიბებლად.

 

ა) გრძელვადიანი მიზნები

გრძელვადიან მიზნებზე მსჯელობისას მნიშნველოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შემდეგი ოთხი კომპონენტი:

1) ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები;

2) თითოეული საგნის საფეხურის შედეგები და სამიზნე ცნებები;

3) სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები და შეფასების კრიტერიუმები;

4) ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემები.

 

1) ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები - ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ზოგად უნარებსა და ღირებულებებს, რომელთა შეძენა-განვითარებასაც ყველა საგანი ემსახურება. პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, რომელიც ცნებების პედაგოგიკას ეყრდნობა, ეს ზოგადი კომპეტენციები გარდაქმნილია მაკრო ცნებებად. დანართში 2. მოცემულია მაკროცნებებისა  ჩამონათვალი, რომელთა აქტუალიზებაც უნდა მოხდეს საგნობრივ სამიზნე ცნებებზე მუშაობის პროცესში. აქვეა მოცემული თითოეული მაკროცენების შასაბამისი შეფასების კრიტერიუმი, რომლებზე დაყრდნობითაც იმის განსაზღვრა შეიძლება, თუ რამდენად წაიწია მოსწავლემ წინ ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით განსაზვღრული ზოგადი კომპეტენციების მიმართულებით, კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში.

2) საფეხურის შედეგები და სამიზნე ცნებები - მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადი კომპეტენციები/მაკროცნებები არ მუშავდება საგნობრივი კონტექსტებისგან იზოლირებულად. სწავლა-სწავლების პროცესში ყველაზე მეტად ხელშესახებ სამიზნე ორიენტირად მოიაზრება საფეხურის საგნობრივი შედეგები და სამიზნე ცნებები (დანართში 3. წარმოდგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა სავალდებულო საგნის დაწყებითი და საბაზო საფეხურის შედეგები და სამიზნე ცნებები).  მაკროცნებები სწორედ საგნობრივ სამიზნე ცნებებზე მუშაობის პროცესში აქტუალიზდება. თეორიულად, შესაძლოა ნებისმიერი მაკროცნება ნებისმიერი საგნის სამიზნე ცნების საშუალებით გააქტიურდეს, თუმცა, რეალურ ვითარებაში სკოლა იღებს გადაწყვეტილებას რომელი საგანი, რომელ საფეხურზე, რომელ მაკროცნებაზე/ზოგადი კომპეტენციაზე მუშაობისთვის გამოიყენოს.

3) სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები და შეფასების კრიტერიუმები - ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრული საფეხურის შედეგები და სამიზნე ცნებები ზოგადი ორიენტირებია. კურიკულუმის ასაგებად მათი კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებაა საჭირო. დაკონკრეტებისთვის გამოიყენება ორი ინსტრუმენტი - მკვიდრი წარმოდგენები და შეფასების ზოგადი კრიტერიუმები.

მკვიდრი წარმოდგენები არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს გაცნობიერებული ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს. ისინი ფორმულირდება ქუდის ქვეშ: „მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ..“.

მაგალითად საბაზო საფეხურზე ისტორიის ერთ-ერთი სამიზნე ცნებაა წყარო, რომელთან მიმართებითც საბაზო საფეხურზე შემდეგი მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება.

სამიზნე ცნება „წყარო“ და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია.        

შეფასების კრიტერიუმები - არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს სამიზნე ცნებასთან მიმართებით. იგი ფორმულირდება ქუდის ქვეშ: „ნაშრომში/ ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე.[1]მკვიდრი წარმოდგენები და შეფასების კრიტერიუმები მკაცრ კორელაციაშია ერთმანეთთან.

სამიზნე ცნება „წყარო“ და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები (ზოგადი)

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

კომპლექსურ დავალებაში/დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

რა წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა წყაროდან შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

რამდენად სანდოა წყარო/წყაროები, რომლებიც შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გვაწვდიან ინფორმაციას

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია        

რა განსხვავებული მოსაზრებები/შეფასებები არსებობს ან შეიძლება არსებობდეს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

 

მკვიდრ წარმოდგენებსა და შეფასების ზოგად კრიტერიუმებზე, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების დაკონკრეტების მექანიზმებზე, მსჯელობისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სასწავლო გეგმის საფუძველზე შესაძლოა სამი სხვადასხვა ტიპის კურიკულუმი აიგოს: 

Ø  სასკოლო კურიკულუმი ტიპური სკოლებისთვის - სწორედ ამ ტიპის კურიკულუმებზე მიმდინარეობს მუშაობა პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“;

Ø  ალტერნატიული სასწავლო გეგმა - გამოიყენება მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;

Ø  კურიკულუმი განათლების მეორე შესაძლებლობის ტიპის პროგრამისთვის - გამოიყენება სკოლის მიღმა დარჩენილ, ან საგანმანათლებლო დაწესებულებისგან მოწყვეტის რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებთან მუშაობისას. 

თითოეული მათგანი ორიენტირებულია ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურის შედეგებზე, თუმცა, სამივე შემთხვევაში განსხვავებულია მკვიდრი წარმოდგენებისა და შეფასების კრიტერიუმების რაოდენობა და შინაარსი. წინამდებარე გზამკვლევში მოცემულია ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აიგოს კურიკულუმი ტიპური სკოლებისთვის.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი ორგანიზებულია იმგვარად, რომ მასწავლებელი პრაქტიკულად თავისუფალია გრძელვადიანი მიზნების ფორმულირების რთული ამოცანისგან. როგორც ზემოთ ითქვა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გრძელვადიანი მიზნები ფორმულირებულია სამიზნე ცნებებისა და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების სახით. მასწავლებლის ამოცანაა, საფეხურის ფარგლებში მოსწავლეს დაეხმაროს სამიზნე ცნების არსის გააზრებაში და საგნობრივ საკითხზე მუშაობით მიიყვანოს მოსწავლე იმ განზოგადებებამდე, რომლებიც მკვიდრი წარმოდგენების სახით არის ჩამოყალიბებული.

სამიზნე ცნებები და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები არ იცვლება წლებისა და სასწავლო თემების მიხედვით. ისინი რჩებიან გრძელვადიან მიზნობრივ ორიენტირებად მთელი საფეხურის მანძილზე. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განსაზღვრულია მკვიდრი წარმოდგენები I-IV, V-VI და VII-IX კლასებისთვის.

მაგალითისთვის, ისტორიაში ერთ-ერთი სამიზნე ცნებაა „წყარო“, რომელიც მუშავდება მთელი საბაზო საფეხურის მანძილზე სხვადასხვა თემაში.

 

 

 

 

 

 


4) ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემები -  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლასა და მასწავლებელს მოეთხოვება არა მხოლოდ საგნობრივ შედეგებზე მუშაობა, არამედ ზრუნვა პრიორიტეტული თემების მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და დემოკრატიული კომპეტენციის ჩარჩოს საფუძველზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილია შემდეგი პრიორიტეტული თემები:

 

 

·        გარემოს დაცვა;

·        კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

·        ჯანსაღი ცხოვრება;

·        სამოქალაქო უსაფრთხოება;

·        კონფლიქტების მართვა;

·        ფინანსური წიგნიერება;

·        კულტურული მრავალფეროვნება;

·        ადამიანის უფლებები.

თითოეული ამ მიმართულებით მოსწავლეების ცნობირების ასამაღლებლად სკოლამ სხვადასხვა საშუალება შეიძლება გამოიყენოს:

1)   პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებული საკითხების სავალდებულო საგნებთან ინტეგრირება;

2) პრიორიტეტული თემების გამოყენება არაფორმალურ განათლებაში (წრეების, კლუბების სასკოლო პროექტების საშუალებით).

 

დანართში 4. ჩამოყალიბებულია ინსტრუქციები ორივე ამ მიმართულებით. აქვე აღწერილია ინტერვენციები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტული თემების მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად იგეგმება.

 

ბ) მოკლევადიანი მიზნები

პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ შუალედური სასწავლო მიზნის სტატუსი კომპლექსურ დავალებას აქვს მინიჭებული.  ქვემოთ ახსნილია, თუ რა არის კომპლექსური დავალება და რატომ ასრულებს ის შუალედური სასწავლო მიზნის როლს.

 

რა არის კომპლექსური დავალება?  რით განსხვავდება კომპლექსური დავალება სხვა ე.წ.ჩვეულებრივიდავალებებისგან? რატომ არის მნიშვნელოვანი შეფასების კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნება[2]?

კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი (მაგალითად, კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა), რომელსაც ქმნის მოსწავლე; და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით (მაგალითად, ადასტურებს, თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და სხვა).

პროცედურებსა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული დავალებებისგან (მაგალითად, არჩევითპასუხიანი ტესტებისგან) განსხვავებით, კომპლექსური დავალების პირობა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლისგან ახლად შესწავლილი/გასამეორებელი მასალის რეალურ ცხოვრებასთან და სხვა საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებას მოითხოვს (მაგალითად, არ არის საკმარისი მოსწავლემ ზოგადი დებულებები ჩამოაყალიბოს ტოლერანტობასთან დაკავშირებით; საჭიროა, რომ მან ყოველდღიურ ცხოვრებაში ტოლერანტობის მაგალითი/მაგალითები აღმოაჩინოს და ის თანაკლასელების/მასწავლებლის წინაშე კომპლექსური დავალების საშუალებით წარმოადგინოს და გააანალიზოს). სწავლა-სწავლებისა და შეფასების დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მიმართვას სასწავლო მასალის სიღრმისეულ გააზრებაზე და არა საგნობრივი საკითხების ზედაპირულ დასწავლაზე.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კომპლექსურმა დავალებამ შუალედური სასწავლო მიზნის როლი შეასრულოს?

„ახალი სკოლის მოდელში“ საიმისოდ, რათა კომპლექსურმა დავალებამ შუალედური სასწავლო მიზნის როლი შეასრულოს, საჭიროა რიგი ნიუანსების გათვალისწინება.

ა) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული (და არა ზოგადი) საკითხი, რომლის შესწავლასაც კომპლექსური დავალება ემსახურება;

ბ)  მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც მოსწავლემ კომპლექსური დავალების ფარგლებში უნდა შექმნას;

გ)  კომპლექსურ დავალებას უნდა ახლდეს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მას სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებისკენ (ანუ გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირებისკენ) მიმართავს.

ამ ნიუანსების ასახსნელად გამოვიყენებთ ცხრილს, რომელიც გზადაგზა ივსება და მაგალითების სახით წარმოაჩენს კომპლექსური დავალების პირობის შექმნის პროცესს.

სამიზნე ცნება -

შედეგები -

 

თემა -

საკითხი -

კომპლექსური დავალების პირობა:

 

                                   

 

ა) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული (და არა ზოგადი) საკითხი, რომლის შესწავლასაც კომპლექსური დავალება ემსახურება; მაგალითად, კონკრეტულ საკითხად შეგვიძლია მოვიაზროთ „თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა“ და არა „კონფლიქტები შუა საუკუნეებში“. 

Выноска 3: კონკრეტული საგნობრივი საკითხი
 


სამიზნე ცნება - 

შედეგები -

 

თემა -

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

კომპლექსური დავალების პირობა:

 

 

 

თუმცა ამ ტიპის კონკრეტული საკითხების გამოყოფა მარტივი არ არის. პრაქტიკაში  ტიპურია 2 სახის შეცდომა:

1. ქვეცნებისა და საკითხის ერთმანეთში არევა;

2. ზოგადი და კონკრეტული საკითხების ერთმანეთში არევა.

გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ შერჩეული საკითხი უნდა შეესაბამებოდეს თემის კონტექსტს.  

ექსელის ცხრილი N1 ამ ტიპის შეცდომებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

მაგ.:

სამიზნე ცნება

ქვეცნება

საკითხი

წყარო

არქეოლოგიური მონაცემები

დმანისის აღმოჩენები

ნუმიზმატიკური მონაცემები

კოლხური თეთრი

ეპიგრაფიკული მონაცემები

არმაზის ბილინგვა

 

პირველ სვეტში მოცემულია სამიზნე ცნება, რომლის გასააქტიურებლადაც უნდა შეირჩეს საგნობრივი საკითხი. მეორე სვეტში წარმოდგენილია ქვეცნებები, რომლებიც უფრო მეტად აკონკრეტებს სამიზნე ცნებას და რომელთა გამოყენებითაც უნდა მოხდეს სამიზნე ცნების აქტუალიზება (ანუ მოსწავლემ გაკვეთილზე უნდა იმსჯელოს არქეოლოგიურ მონაცემებზე და არა მხოლოდ ზოგადად წყაროს ფენომენზე). მესამე სვეტში მოცემულია ცხრილში წარმოდგენილი სამიზნე ცნებებისა და ქვეცნებების შესაბამისი საკითხების ნიმუშები, რომლებზე დაყრდნობითაც მასწავლებელმა უნდა შექმნას კომპლექსური დავალება.

ეს ცხრილი მასწავლებლებს იმის აღქმაში დაეხმარება, თუ საიდან გამომდინარეობს საგნობრივი საკითხი. დანართში 5. ამ ტიპის ცხრილი მოცემულია ყველა საგნის ყველა სამიზნე ცნებისთვის. მასზე დაყრდნობით მასწავლებლები იოლად შეძლებენ კომპლექსური დავალებებისთვის საგნობრივი საკითხის მართებულად შერჩევას (ზემოხსენებული ორი შეცდომისგან თავის არიდებას).

აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე სვეტები მყარ მოცემულობას წარმოადგენს, მესამე სვეტში კი რამდენიმე საკითხი მხოლოდ მაგალითის სახით არის დასახელებული. მაგ. „დმანისის აღმოჩენების“ ნაცვლად შეიძლება ეწეროს ნებისმიერი საკითხი, რომელიც არქეოლოგიურ მასალას უკავშირდება; „არმაზის ბილინგვის“ ნაცვლად - ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეპიგრაფიკული მონაცემების გაანალიზებასთან არის დაკავშირებული (მაგ.: ატენის სიონის წარწერა, ბოლნისის სიონის წარწერა).  მათი შერჩევა დამოკიდებულია თემატურ კონტექსტებზე. ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო მოთხოვნაა სასწავლო პროცესის დაგეგმვა თემების საშუალებებით.

ზოგიერთ საგანში თემები სავალდებულოდაა განსაზღვრული (ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და სხვა), ზოგიერთ საგანში კი განსაზღვრულია სავალდებულო თემატური ბლოკები, რომლის საფუძველზეც სკოლას და მასწავლებელს თავად შეუძლია მისთვის სასურველი თემების გამოყოფა (მაგ.: ქართული, ხელოვნება). ზოგიერთ საგანში სავალდებულო მხოლოდ ის, რომ სასწავლო პროცესი მხოლოდ თემების მიხედვით იგეგმებოდეს (მაგ. დაწყებითის ხელოვნება და ქართული).

განსხვავებების მიუხედავად, თემა ყველგან წარმოდგენს კონტექსტს, სადაც უკლებლივ ყველა სამიზნე ცნება უნდა დამუშავდეს და სასწავლო პროცესი დაიგეგმოს თემების მიხედვით; გამონაკლისია მხოლოდ მათემატიკა და ბუნებისმეტყველება, სადაც შუალედური სასწავლო მიზნები/კომპლექსური დავალებები პირდაპირ მიმართულების ფარგლებში ყალიბდება სხვადასხვა კომპლექსური დავალებების გამამთლიანებელი საერთო თემატური კონტექსტის მკაფიოდ განსაზღვრის გარეშე.

 

 

 

Выноска 3: სავალდებულო თემასამიზნე ცნება -

შედეგები -

 

თემა - შუასაუკუნეები

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

 

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.  

დანართში 6. წარმოდგენილია სავალდებულო თემები თითოეული საგნისთვის სარეკომენდაციო საკითხებთან ერთად. მასწავლებლებს შეუძლიათ, ეს საკითხები სხვა საკითხებით ჩაანაცვლონ; თემატურბლოკიან საგნებში შესაძლებელია თემების შეცვლაც.

ბ) კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლემ უნდა შექმნას კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტი - რომლის საშუალებითაც იგი ცხოვრებისეულ კონტექსტში ცოდნის ტრანსფერს გააკეთებს და შესასწავლ საკითხთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს. მაგალითად, ქვემოთ მოცემული კომპლექსური დავალების შემთხვევაში შემოქმედებითი პროდუქტია თამარ მეფის მოწინააღმდეგე ისტორიკოსის მიერ შექმნილი „ოპოზიციური მატიანე“.

Выноска 3: კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტისამიზნე ცნება -

შედეგები -

 

თემა -

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

 

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.  

დანართში 7. საგნების მიხედვით ჩამოთვლილია, თუ რა ტიპის პროდუქტის შექმნასთან შეიძლება ასოცირდებოდეს კომპლექსური დავალების იდეა სხვადასხვა საგანში.

გ) კომპლექსური დავალება ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზნებზე - მკაფიოდ უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი მიზანი, რომლის დაძლევა/გააზრებასაც მოსწავლის მხრიდან საგნობრივი საკითხის შესწავლა ემსახურება (ანუ პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - რატომ ვასწავლით ამ საკითხის შესახებ მოსწავლეს?). ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები საფეხურის შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახითაა ჩამოყალიბებული[3].

Выноска 3: შეფასების კრიტერიუმებისამიზნე ცნება - „წყარო“

შედეგები  - 1, 2, 5, 6

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს ჰიპერლინკი 1, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ. 

თქვენს მიერ შექმნილ „მატიანეში“ ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·        რა ფაქტორები განაპირობებს ეპოქის თანამედროვე ისტორიკოსის ტენდენციურობას?

·        რა ნიუანსებში განსხვავდება ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგე ისტორიკოსის - მაგ. ბასილი ეზოსმოძღვრის მოსაზრებები ერთმანეთისგან; რა არის განსხვავებული ინტერპრეტაციის არსებობის მიზეზი;

·        კიდევ რა წყაროები არსებობს თამარ მეფის ეპოქის შესახებ; რამდენად სანდოა ისინი.

როგორ უნდა დაუკავშირდეს კომპლექსური დავალების პირობა სამიზნე ცნებას? ამისათვის „ახალი სკოლის მოდელში“ კომპლექსური დავალების პირობაშივე ჩაშენებული შეფასების კრიტერიუმები გამოიყენება. კრიტერიუმები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ ერთი მხრივ, შეესაბამებოდეს კომპლექსური დავალების კონტექსტს, მეორე მხრივ კი მოსწავლის ყურადღება უნდა მიმართოს სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებისკენ. მაგ. ქვემოთ მოცემული ცხრილის საშუალებით ჩანს, თუ როგორ ჩამოყალიბდა შეფასების კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის.

პირველ სვეტში ჩამოწერილია სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები. მეორე სვეტში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები ზოგადია და გამოიყენება ყველა იმ კომპლექსურ დავალებასთან მიმართებით, რომელიც სამიზნე „წყაროს“ დამუშავებას ისახავს მიზნად. მესამე სვეტში კი ეს ზოგადი კრიტერიუმები მისადაგებულია კომპლექსურ დავალებას თამარ მეფის შესახებ.

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები (ზოგადი)

კონკრეტული კომპლექსური დავალების მოდიფიცირებული კრიტერიუმი

წყარო - მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ

კომპლექსურ დავალებაში/დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

კომპლექსურ დავალებაში/დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

რა წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

საიდან გვაქვს ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ?

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა წყაროდან შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები (მაგ.: „ქართლის ცხოვრება“, ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები, ფრესკები)?

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

რამდენად სანდოა წყარო/წყაროები, რომლებიც შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გვაწვდიან ინფორმაციას

რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით?

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია        

რა განსხვავებული მოსაზრებები/შეფასებები არსებობს ან შეიძლება არსებობდეს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით

თამარის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომელ  საკითხებზე შეიძლება გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული მოსაზრება/შეფასება?

 

დანართში 8.  მსგავსი ცხრილი ყველა საგნის ყველა სამიზნე ცნებისთვისაა მოცემული.

2.            კომპლექსურ დავალებებზე ორიენტირებით სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა

 

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესის გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებზე მიმართვას. ყველა სასწავლო რესურსი, საკლასო აქტივობა და საშინაო დავალება ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მოსწავლეს კომპლექსური დავალების შესრულებაში დაეხმაროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სკოლის კურიკულუმებში მოსწავლის განვითარების გზა დაგეგმილი უნდა იყოს, როგორც სვლა ერთი კომპლექსური დავალებიდან მეორესაკენ, მეორედან მესამისკენ და ა.შ..

როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება თემატური მატრიცა.

 

 

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                          საათების სავარაუდო რაოდენობა -

 

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3. თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა (სამიზნე ცნება - „წყარო“, ქვეცნება - „მატიანე“)

4.

და სხვა

 

 

 

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·        შუასაუკუნეებში მემატიანეები სამეფო კარი პოზიციას გამოხატავდნენ

·        შუასაუკუნეების დამახასიათებელი იყო კონფლიქტი სამეფო ხელისუფლებასა და წარჩინებულებს შორის

·        და სხვა

 

 

 

 

 

 

 

თემატური საკვანძო შეკითხვები

·        საიდან გვაქვს ინფორმაცია შუასაუკუნეების შესახებ? რამდენად სანდოა ეს წყაროები?

·        და სხვა

 

 

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნებები

საკითხი/საკითხები და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა.

ქვესაკითხები:

·    ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა;

·    უგვაროთა აღზევება;

·    დემნა ბატონიშვილის აჯანყება;

·    გიორგი მესამის მმართველობა.

რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრების“ ცნობები თამარ მეფის შესახებ?

წყარო

შედეგები:  საბაზო საფეხური: 1, 2, 5, 6

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია.    

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

·    რა არის და რატომ იქმნება მატიანე?

·    გაიხსენეთ შემთხვევა (საკუთარი ცხოვრებიდან, დღეს მიმდინარე პროცესებიდან, ისტორიიდან), როდესაც ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა მხარის მიერ განსხვავებულად იქნა აღწერილი და შეფასებული.

·    რა ფაქტორები განაპირობებს ზოგადად ადამიანების ტენდენციურობას?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

რესურსი 1 - პარაგრაფი სახელმძღვანელოდან გიორგი მესამისა და თამარ მეფის შესახებ;

·    ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თამარის მოწინააღმდეგეები?

·    რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი უკმაყოფილების მიზეზი?

·    თქვენი აზრით, როგორ მოახდენდნენ თავიანთი უკმაყოფილების არგუმენტირებას?

რესურსი 2 - „ქართლის ცხოვრების“ ადაპტირებული ტექსტი ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით.

·    როგორ ფიქრობთ, ვინ არის  „ქართლის ცხოვრებიდან“  თამარის მეფობის შესახებ მონაკვეთის ავტორი? არის თუ არა ის ტენდენციური? რა ფაქტორები განაპირობებს მის ტენდენციურობას?

·    თქვენ რომ იყოთ ისტორიკოსი, რომელიც თამარის მოწინააღმდეგეების პოზიციას გამოხატავს, რა ნიუანსებში არ დაეთანხმებოდით მას?

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.

ნაშრომში ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

1.  საიდან გვაქვს ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? (მკვ.1)

2.  რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები (მაგ.: „ქართლის ცხოვრება“, ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები, ფრესკები)? (მკვ.2)

3.  რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3)

4.  თამარის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომელ  საკითხებზე შეიძლება გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული მოსაზრება/შეფასება? (მკვ.4)

 

 

 

 

თემატური მატრიცის აღწერილობა

მატრიცის პირველი, მეორე და მესამე ჰორიზონტალური გრაფები სატიტულო ნაწილია მთლიანი მატრიცისთვის; პირველ გრაფაში აღნიშნულია:

1.      რომელ თემას შეეხება მატრიცა - სასკოლო კურიკულუმისთვის იმდენი თემატური მატრიცაა საჭირო, რამდენი თემაც გამოიყოფა სასწავლო პროცესში (მაგ. ისტორიაში საბაზო საფეხურზე 11 სავალდებულო თემაა. „შუასაუკუნეები საქართველოში“ - ერთ-ერთია მათ შორის);

2.      თემის გასწვრივ აღნიშნულია საათების სავარაუდო რაოდენობა - საათების რაოდენობას პირობითი ხასიათი აქვს. რეალურ სასწავლო ვითარებაში თემის სწავლებას მითითებულზე მეტი ან ნაკლები დრო დაეთმოს;

 

 

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                 საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3.

4.

და სხვა

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·         

 

თემატური საკვანძო შეკითხვები

·         

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნებები

საკითხი/საკითხები და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

 

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

 

 

 

 

 

3.      საკითხები და ქვეცნებები - მეორე ჰორიზონტალურ გრაფაში ჩამოწერილია კონკრეტული საკითხები, რომლებიც ქვეთემებს წარმოადგენენ თემისთვის შუასაუკუნეები. ამ საკითხებზე დაყრდნობით ხდება სამიზნე ცნების დამუშავება. მაგ. როდესაც საკითხად გამოტანილია - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა (სამიზნე ცნება - „წყარო“, ქვეცნება - „მატიანე“) - ეს ნიშნავს, რომ თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა ერთ-ერთია იმ მრავალ საკითხთა შორის, რომელიც შუასაუკუნეების თემის ფარგლებში მუშავდება და ის გამოყენებულია სამიზნე ცნება „წყაროს“ გასააზრებლად. ქვეცნება „მატიანე“ კი წარმოაჩენს რას გულისხმობს ეს სამიზნე ცნება თემის ფარგლებში.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოდ განსაზღვრულია თემების, საკითხების შერჩევაში კი მასწავლებლებს შემოქმედებითი თავისუფლება აქვთ. მაგ. თემა „საქართველო შუასაუკუნეებში“ - სავალდებულოა, ამ თემის ფარგლებში არსებული საკითხების შერჩევა კი სკოლებს თავად შეუძლიათ.

 

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3. თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა (სამიზნე ცნება - „წყარო“, ქვეცნება - „მატიანე“)

4.

და სხვა

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·         

 

თემატური საკვანძო შეკითხვები

·         

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნებები

 

საკითხი/საკითხები და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

 

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

 

 

 

 

4.      თემატური მკვიდრი წარმოდგენები - არის განზოგადებები, რომლებამდეც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა მივიდეს. ის წარმოადგენს თემატური კონტექსტისა და სამიზნე ცნების ერთგვარ სინთეზს. მაგ.: თემატური მკვიდრი წარმოდგენის - „შუასაუკუნეებში მემატიანეები სამეფო კარი პოზიციას გამოხატავდნენ“ - ჩამოსაყალიბებლად მოსწავლეს დასჭირდება გაიაზროს შუა საუკუნეების კონტექსტიც და სამიზნე ცნება „წყაროს“ მახასიათებლებიც. თემატური მკვიდრი წარმოდგენების ფორმულირება იოლი არ არის, ამიტომ ისინი მზა სახით არის მოწოდებული თემატურ მატრიცაში;

5.      თემატური საკვანძო შეკითხვები - სააზროვნო შეკითხვები, რომლებზეც მოსწავლე უნდა დაფიქრდეს თემატური ერთეულის სწავლა-სწავლების პროცესში. ამ შეკითხვების საშუალებით თემატური კონტექსტი სამიზნე ცნებას უკავშირდება. მაგ.: შეკითხვა - საიდან გვაქვს ინფორმაცია შუასაუკუნეების შესახებ? რამდენად სანდოა ეს წყაროები? - მოსწავლეს უბიძგებს შუასაუკუნეების შესახებ საკუთარი ცოდნა სამიზნე ცნება „წყაროს“ დაუკავშიროს. თემატური საკვანძო შეკითხვები განზოგადებული ქუდია საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვებისა, რომლებიც ქვედა გრაფაშია მოცემული;

 

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3.

4.

და სხვა

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·        შუასაუკუნეებში მემატიანეები სამეფო კარი პოზიციას გამოხატავდნენ

·        შუასაუკუნეების დამახასიათებელი იყო კონფლიქტი სამეფო ხელისუფლებასა და წარჩინებულებს შორის

·        და სხვა

თემატური საკვანძო შეკითხვები

·        საიდან გვაქვს ინფორმაცია შუასაუკუნეების შესახებ? რამდენად სანდოა ეს წყაროები?

·        და სხვა

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნებები

საკითხი/საკითხები და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

 

 

 

 

6.      პირველ ვერტიკალურ სვეტში მოცემულია სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნის სტატუსი აქვს მინიჭებული. გრძელვადიან მიზანს ასევე წარმოადგენს საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები. სწორედ ამიტომ სამიზნე ცნებას ახლავს წითელი ფერით გამოყოფილი შედეგების ინდექსი. მაგ. სამიზნე ცნება „წყაროს“ ქვეშ მითითებული ნომრები - 1,2,5,6 - მიანიშნებს, თუ ეროვნული სასწავლო გეგმის რომელი შედეგების დამუშავებას გულისხმობს ცნება „წყაროზე“ მუშაობა.

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3.

4.

და სხვა

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·         

 

თემატური საკვანძო შეკითხვები

·         

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნებები

საკითხი/საკითხები და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

წყარო

შედეგები:  საბაზო საფეხური: 1, 2, 5, 6

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ:

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია.    

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

 

 

7.      მეორე სვეტში წარმოდგენილია - ა) ქვეცნება, რომელიც წარმოადგენს სამიზნე ცნების დაკონკრეტებას თემასთან/საკითხთან მიმართებით. მაგ. მოსწავლემ უნდა იმსჯელოს მატიანეს შესახებ და არა მხოლოდ ზოგადად წყაროზე;

 

ბ) საგნობრივი საკითხი/საკითხები, რომლებიც თემის ფარგლებში სამიზნე ცნების გასააქტიურებლად გამოიყენება;

 

გ) საკითხის ქვეშ დასახელებულია ქვესაკითხები. თითოეული მათგანი კურიკულუმის განსხვავებულად დაგეგმვის შემთხვევაში შეიძლება თავად წარმოადგენდეს მთავარ საკითხს. მაგ. შეიძლება წარმოვიდგინოთ კურიკულუმი, სადაც გიორგი მესამის მმართველობა მთავარი საკითხია, დანარჩენები კი მასთან მიმართებით ქვესაკითხებად მოიზრება. მთავარ საკითხად, როგორც წესი, გამოიყოფა ის საკითხი, რომელზეც ჩაღრმავებული მუშაობა უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების საშუალებით.

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3.

4.

და სხვა

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·         

 

თემატური საკვანძო შეკითხვები

·         

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნება

საკითხი/საკითხები, და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

 

 

 

 

8.      მესამე ვერტიკალურ სვეტში წარმოდგენილია კომპლექსური დავალება, რომელიც წარმოადგენს შუალედურ სასწავლო მიზანს. დავალბის პირობაშ მკაფიოდ ჩანს რა პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ (თამარ მეფისადმი ოპოზიციურად განწყობილი მატიანე) იმის დასადასტურებლად, რომ საკითხი (თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა) და მასთან ერთად სამიზნე ცნების (წყარო) მკვიდრი წარმოდგენები გაითავისა. თითოეულ სამიზნე ცნებას ახლავს შეფასების კრიტერიუმები ქუდის ქვეშ: ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ. თითოეული კრიტერიუმს ფრჩხილებში მიწერილი აქვს, თუ რომელ მკვიდრ წარმოდგენას მიემართება.

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3.

4.

და სხვა

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·         

თემატური საკვანძო შეკითხვები

·         

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნება

საკითხი/საკითხები, და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/

შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

 

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.

ნაშრომში ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

1.       საიდან გვაქვს ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? (მკვ.1)

2.       რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები (მაგ.: „ქართლის ცხოვრება“, ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები, ფრესკები)? (მკვ.2)

3.       რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3)

4.       თამარის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომელ  საკითხებზე შეიძლება გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული მოსაზრება/შეფასება? (მკვ.4)

 

 

9.      კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები - მეორე ვერტიკალური სვეტი წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე - რას ვაკეთებ მე, როგორც მასწავლებელი. იმისათვის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულონ. აქ გამოიყოფა ორი ეტაპი:

 

I ეტაპზე - მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა - იწერება აქტივობები, რომლებიც მასწავლებელმა განახორციელა იმისათვის, რათა მოსწავლეებს გაეგოთ, რა ევალებათ კომპლექსური დავალების ფარგლებში (თუკი ეს მოსწავლეს მკაფიოდ არ აქვს გაგებული, მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში ვერ იქნება სათანადო);

 

II ეტაპზე - კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა - იწერება შეკითხვები რომლებსაც მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებს კომპლექსური დავალების შესრულებაში მოსწავლეების დასახმარებლად.

 

საგულისხმოა, რომ მეორე სვეტში მასწავლებლის საქმიანობა არ აღიწერება აქტივობებისა და გაკვეთილის სცენარების სახით, აქ ჩამოთვლილია შეკითხვები, რომლებიც სასწავლო პროცესში შეიძლება განსახილველად იქნას გამოტანილი. შეკითხვებთან ერთად დასახელებულია რესურსი (მაგ. პარაგრაფი სახელმძღვანელოდან, ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“), რომლის გაცნობაც ამ შეკითხვებზე მუშაობის წინაპირობას წარმოადგენს.

 

თემატურ მატრიცაში შემოთავაზებულია შეკითხვები, რომელიც სამიზნე ცნების მიმართულებით ცოდნების კონსტრუირებისთვის შეიძლება გამოდგეს, სარეკომენდაციოა. მასწავლებელს შეუძლია განავრცოს, ან სხვაგვარად ჩამოაყალიბოს ეს შეკითხვები.

 

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის მთელი პროცესი, რომელიც ერთ გვერდზეა მოცემული, რამდენიმე გაკვეთილს გულისხმობს. მაგ. თამარ მეფის შესახებ კომპლექსური დავალების განხორციელებას დაახლოებით 4-5 გაკვეთილი დასჭირდება.

 

 

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3.

4.

და სხვა

 

თემატური მკვიდრი წარმოდგენები

·         

 

თემატური საკვანძო შეკითხვები

·         

 

 

 

 

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

ქვეცნება

საკითხი/საკითხები, და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი

 

ქვესაკითხები:

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

·    რა არის და რატომ იქმნება მატიანე?

·    გაიხსენეთ შემთხვევა (საკუთარი ცხოვრებიდან, დღეს მიმდინარე პროცესებიდან, ისტორიიდან), როდესაც ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა მხარის მიერ განსხვავებულად იქნა აღწერილი და შეფასებული.

·    რა ფაქტორები განაპირობებს ზოგადად ადამიანების ტენდენციურობას?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

რესურსი 1 - პარაგრაფი სახელმძღვანელოდან გიორგი მესამისა და თამარ მეფის შესახებ;

·    ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თამარის მოწინააღმდეგეები?

·    რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი უკმაყოფილების მიზეზი?

·    თქვენი აზრით, როგორ მოახდენდნენ თავიანთი უკმაყოფილების არგუმენტირებას?

რესურსი 2 - „ქართლის ცხოვრების“ ადაპტირებული ტექსტი ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით.

·    როგორ ფიქრობთ, ვინ არის  „ქართლის ცხოვრებიდან“  თამარის მეფობის შესახებ მონაკვეთის ავტორი? არის თუ არა ის ტენდენციური? რა ფაქტორები განაპირობებს მის ტენდენციურობას?

თქვენ რომ იყოთ ისტორიკოსი, რომელიც თამარის მოწინააღმდეგეების პოზიციას გამოხატავს, რა ნიუანსებში არ დაეთანხმებოდით მას?

 

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე არსებითი ნიუანსი:

ა) კომპლექსური დავალებაზე მუშაობა რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მიმდინარეობს - „ახალი სკოლის მოდელში“ კომპლექსური დავალება შუალედური მიზნის როლს ასრულებს, რომელზე მუშაობასაც რამდენიმე გაკვეთილი ეძღვნება. სწავლა-სწავლების პროცესი სხვა არაფერია, თუ არა სვლა ერთი კომპლექსური დავალებიდან მეორისკენ, მეორედან - მესამისკენ, მესამიდან - მეოთხისკენ და ა.შ.

ბ) კომპლექსური დავალების პირობა მოსწავლეებისთვის ცნობილი უნდა იყოს საგნობრივი საკითხის დაანონსებისთანავე - მასწავლებელი წინდაწინვე უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლემ იცის, თუ რისთვის / რა კომპლექსური დავალების შესასრულებლად სჭირდება მას საგნობრივი საკითხის / საკითხების შესწავლა;

გ) სწავლა-სწავლების პროცესში ყველა აქტივობა მიმართულია იმაზე, რომ მოსწავლეებს  კომპლექსური დავალების შესრულებაში დაეხმაროს - განხორციელებული აქტივობები უნდა წარმოადგენდეს მასწავლებლის პასუხს შეკითხვაზე - რას ვაკეთებ სწავლა-სწავლების პროცესში იმისთვის, რათა ჩემმა მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულონ;

დ) კომპლექსური დავალება უნდა შეასრულოს კლასში ყველა მოსწავლემ - ყველა ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მასწავლებელი მას შესრულებული კომპლექსური დავალების შესახებ ჰკითხავს და მიაწვდის სათანადო უკუკავშირს;

ე) კომპლექსურ დავალებას მოსწავლე წარადგენს ინდივიდუალურად - კომპლექსური დავალება ინდივიდუალურადაც შეიძლება შესრულდეს, წყვილებში და ჯგუფურადაც; მასზე მუშაობა საკლასო ოთახშიც შეიძლება მიმდინარეობდეს და - დამოუკიდებლადაც, თუმცა, დასრულებული ნაშრომის პრეზენტაცია ყველა მოსწავლემ ინდივიდუალურად უნდა განახორციელოს;

ვ) სასურველია მოხდეს კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად - კლასში მოსწავლეებმა შეიძლება იმუშავონ სხვადასხვა კომპლექსურ დავალებაზე, ან ერთი და იმავე დავალების სხვადასხვაგვარად ადაპტირებულ ვარიანტზე, თუმცა, ყველა მათგანი ერთსა და იმავე საკითხს უნდა ეხებოდეს.

 

დისტანციურ რეჟიმში კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მოითხოვს დამატებით რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინებას:

ა) ყველა მოსწავლეს დავალება უნდა გაეგზავნოს წერილობით;

ბ) კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს დამოუკიდებლად მუშაობაზე;

გ) თითოეული მოსწავლისთვის უკუკავშირის მისაცემად აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული სატელეფონო საუბრები;

დ) ყველა მოსწავლისგან დავალების მისაღებად და უკუკავშირის გასაკეთებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი პრაქტიკაც: მოსწავლეებს ეგზავნებათ ქვემოთ მოცემული ბარათი. ბარათი მოსწავლემ შეიძლება შეავსოს ელექტრონულად, ან პასუხები გამოგზავნოს აუდიო-ჩანაწერის სახით. ეს ბარათი შესაძლოა მასწავლებლისთვის დამატებითი შეკითხვების დასმისა და განმავითარებელი კომენტარის გაკეთების საფუძველი გახდეს.

 

 

 

 

 

 

მოსწავლის სახელი და გვარი

 

აღწერე რა პროდუქტი შექმენი (შეეცადე აღწერილობა იყოს მაქსიმალურად დეტალური)

 

პირველი შეკითხვაზე მოსწავლის მსჯელობა მასწავლებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

·        რამდენად სწორად გაიგო დავალების პირობა;

·        რის შექმნაზე იყო მიმართული მოსწავლის ყურადღება ბოლო რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში;

·        რამდენად აქვს დავალებას დასრულებული სახე

·        რამდენად სერიოზულად მოეკიდა მოსწავლე მასწავლებლის მიერ შესრულებულ დავალებას.

 

ახსენი, რომელი საკითხების შესახებ ცოდნა გამოგადგა დავალების შესრულებაში და როგორ.

 

მეორე შეკითხვაზე მოსწავლის მსჯელობა მასწავლებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

·        რამდენად გაეცნო მოსწავლე შესასწავლ მასალას (ანუ საგნობრივ საკითხს, რომლის შესახებ ცოდნის დემონსტრირებაც კომპლექსური დავალების საშუალებით ევალებოდა);

·        რამდენად დაუკავშირა ეს საკითხები ერთმანეთს და კომპლექსური დავალების პირობას.

 

 

რა გაიგე ახალი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

დამატებით კიდევ რის გაგებას ისურვებდი ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

მესამე შეკითხვაზე მოსწავლის მსჯელობა მასწავლებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

  • რამდენად დააინტერესა შესასწავლმა საკითხმა მოსწავლე;
  • რამდენად ღრმად გაიაზრა შესასწავლი მასალა;

 

შეაფასე საკუთარი თავი.

რამდენად კარგად გაართვი თავი მოცემულ დავალებას - რას გააუმჯობესებდი, მეტი დრო რომ გქონდეს დავალებაზე მუშაობისთვის?

 

მეოთხე შეკითხვაზე მოსწავლის მსჯელობა მასწავლებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:

  • რას ნიშნავს მოსწავლისთვის კარგად შესრულებული დავალება?
  • რა კრიტერიუმებს წამოწევს წინ სწავლა-სწავლების პროცესის შეფასებისას და რამდენად უკავშირებს შესასწავლ მასალას საკუთარ წინარე ცოდნასა და გამოცდილებას?

 

 

 


 

3.     კომპლექსურ დავალებაზე დაყრდნობით მოსწავლეების მიღწევების შეფასება.

კომპლექსური დავალება გამოიყენება როგორც ცოდნის კონსტრუირებისთვის, ისე მოსწავლის მიღწევების შესაფასებლად. სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლება და შეფასება ერთმანეთისგან განუყოფელ ნაწილებს უნდა წარმოადგენდეს. განათლების კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლის მოსწრებაზე ყველაზე მეტად დადებით გავლენას მასწავლებლის მხრიდან კომპეტენტური უკუკავშირი ახდენს.

 „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შემოთავაზებული ყველა ელემენტი (კომპლექსური დავალება, სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, თემატური მატრიცა, სოლო-ტაქსონომიაზე დაფუძნებული ჰოლისტური შეფასების რუბრიკა) ერთი მხრივ სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვის, მეორე მხრივ კი მოსწავლის შეფასების ინსტრუმენტია.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლის მიღწევების შესაფასებლად განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. ორივე შემხვევაში შეფასების მთავარი ინსტრუმენტი კომპლექსური დავალებაა:

ა) როგორ უნდა ვაწარმოოთ განმავითარებელი შეფასება კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში? - როგორც ზემოთ აღინიშნა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას საშუალოდ 5-7 გაკვეთილი ეთმობა. ამ პერიოდში მოსწავლეს და მასწავლებელს ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ. მოსწავლე მონაწილეობს კომპლექსური დავალების შესრულებაზე ორიენტირებულ აქტივობებში, სვამს შეკითხვებს, გააცნობს მასწავლებებს საკუთარ მიგნებებს, ესაუბრება პრობლემების შესახებ, რომლებიც დავალებაზე მუშაობის პროცესში შეექმნა. მასწავლებელისგან კი იღებს რჩევებს, საპასუხო შეკითხვებს, შეფასებებს, რაც მას კომპლექსური დავალების შესრულებაში და მასთან ერთად სამიზნე ცნების გააზრებაში ეხმარება.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლის დასახმარებლად მასწავლებლის მიერ მიცემული რჩევები და კომენტარები განმავითარებელი შეფასების ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მნიშნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე, პედაგოგმა შეაჯამოს მოსწავლეების მიღწევები. ამგვარი შემაჯამება სხვადასხვა სიხშირით შეიძლება მოხდეს. მაგალითად, შეიძლება ის გაკეთდეს:

ა) ყოველი შუალედური მიზნის/კომპლექსური დავალების განხორციელების შემდეგ;

ბ) თითოეული სასწავლო თემის დასრულების შემდეგ;

გ) ყოველი თვის ან სემესტრის მიწურულის.

 

პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ შემაჯამებელი კომენტარის ფორმულირებისთვის გამოიყენება ორი ინსტრუმენტი:~

1.      სოლო ტაქსონომიის საფუძველზე შექმნილი ჰოლისტური შეფასების რუბრიკა;

2.      მოსწავლის პროფილის ამსახველი ცხრილი[4].

 

სოლო ტაქსონომიის საფუძველზე შექმნილი ჰოლისტური შეფასების რუბრიკა შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც მოსწავლის მიღწევების აღსაწერად სამიზნე ცნებებთან მიმართებით, ისე შემაჯამებელი განმავითარებელი კომენტარისთვის. ეს არის სამუშაო ფურცელი, რომლის საფუძველზე გაკეთებულ კომენტარებსაც მასწავლებელი მოსწავლის პროფილის ამსახველ დოკუმენტებში (ექსელის ცხრილებში) ასახავს.

 

განმავითარებელი შეფასების რუბრიკის აღწერილობა:

ცხრილის პირველ ჰორიზონტალურ, სატიტულო უჯრაში მოცემული ინფორმაცია ხაზს უსვამს იმას, რომ:

·        ფასდება ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად;

·        მოსწავლეები ფასდებიან გრძელვადიან მიზნებთან ანუ საგნობრივ სამიზნე ცნებებთან მიმართებით;

·        საგნობრივ ცნებაზე მუშაობა ხდება კონკრეტულ (და არა ზოგად) საგნობრივ საკითხზე დაყრდნობით;

·        საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლის ცოდნის შემოწმება ხდება კომპლექსური დავალების საშუალებით.

ცისფერ ჰორიზონტალურ სვეტში მოცემულია სამიზნე ცნებები (აქ მოიაზრება იმდენი ვერტიკალური სვეტი, რამდენი სამიზნე ცნებაცაა კონკრეტულ საგანში), ხოლო ცისფერ ვერტიკალურ სვეტში მოცემულია ამ სამიზნე ცნებების გააზრების დონეები (SOLO ტაქსონომიის მიხედვით). ცისფერ სვეტში მოცემულია ზოგადი აღწერილობა, ხოლო ცნებისა და დონის კვეთაზე ეს აღწერილობები დაკონკრეტდება ქვემოთ მოცემული მაგალითების შესაბამისად.

მოსწავლის სახელი, გვარი _______________________________________________________________________________

საგანი  და სამიზნე ცნება _______________________________________________________________________________

საკითხი _______________________________________________________________________________________________

კომპლექსური დავალება ________________________________________________________________________________

                                

                                      სამიზნე ცნება  

კრიტერიუმი

სამიზნე ცნება 1

სამიზნე ცნება 2

სამიზნე ცნება 3

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

                                                       

აღწერილობა                                                                                               კომენტარი

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

პრე-სტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

აღწერილობა

კომენტარი

 

 

 

 

როგორ უნდა გაკეთდეს კომენტარი განმავითარებელი შეფასებისთვის?

მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მოსწავლეს ვასწავლით თამარ მეფის მოღვაწეობის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით მივეცით შემდეგი კომპლექსური დავალება:

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.

ნაშრომში ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

1.      საიდან გვაქვს ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? (მკვ.1)

2.      რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები (მაგ.: „ქართლის ცხოვრება“, ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები, ფრესკები)? (მკვ.2)

3.      რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3)

4.      თამარის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომელ  საკითხებზე შეიძლება გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული მოსაზრება/შეფასება? (მკვ.4)

 

კომპლექსური დავალება მიმართულია სამიზნე ცნება „წყაროს“ გააზრებაზე და შესაბამისად, მისი კრიტერიუმები (ქუდის ქვეშ „ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე“) უკავშირდება სამიზნე ცნება „წყაროს“ მკვიდრ წარმოდგენებს:

 

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

 

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული,

 

3)  წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

ველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის;

 

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია.

 

რა თქმა უნდა, ამ დავალებას სხვადასხვა მოსწავლე სხვადასხვა ხარისხით შეასრულებს. შესაბამისად, მასწავლებლის მხრიდან მათი მიღწევების შეფასება და განმავითარებელი კომენტარი განსხვავებული იქნება. ქვემოთ შეფასებულია 5 მოსწავლის კომპლექსური დავალება თამარ მეფის შესახებ, რომელთაგან პირველი პრესტრუქტურულ დონეს მიემართება, მეორე - უნისტრუქტურულს, მესამე - მულტისტრუქტურულს, მეოთხე - მიმართებითს, მეხუთე - აბსტრაქტულს. თითოეული მოსწავლის შემთხვევაში შევსებულია ორი გრაფა: წარმოაჩენს აღწერილობას, თუ რა შექმნა მოსწავლემ და რა დასკვნა გააკეთა მასწავლებელმა ამის საფუძველზე (გრაფა „აღწერილობა“) და მეორე კი ასახავს მიმართულებას, რომელიც პედაგოგმა შემდგომი მუშაობისთვის მისცა მოსწავლეს (გრაფა „კომენტარი“). პირველი გრაფა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მასწავლებლებისთვის, მეორე მშობლებისთვის და თავად მოსწავლეებისთვისაც[5].

 

 

 

 

პირველი მოსწავლის ნაშრომი - პრესტრუქტურული დონე

მოსწავლემ ვერ გაიგო დავალების არსი და მასთან დაკავშირებული შეკითხვები, შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი პრესტრუქტურული დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „წყაროს“ სვეტში. 

სამიზნე ცნება

 

წყარო

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

პრე-სტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

 

მოსწავლემ არ შეასრულა დავალება, ვერ მიხვდა თამარ მეფესთან დაკავშირებით დავალების პირობას (შეექმნა ოპოზიციური მატიანე)

გაიხსენე რა გსმენია თამარ მეფის შესახებ. მოიძიე დამატებითი ინფორმაცია, ან დაფიქრდი, საიდან შეიძლება გაიგო უფრო მეტი.

 

გაიხსენე შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ამბავს ორი ადამიანი სხვადასხვაგვარად ყვება და განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავს.

 

შეეცადე დავალება ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით შეასრულო.

 

 

მეორე მოსწავლის ნაშრომი - უნისტრუქტურული დონე

მოსწავლემ დავალების არსი გაიგო, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მხოლოდ საკვანძო სიტყვებთან მიმართებით რეაგირებს, შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი უნისტრუქტურული დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „წყაროს“ სვეტში. 

სამიზნე ცნება

 

წყარო

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

 

მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შექმნა „მატიანეს“ მსგავსი ერთაბზაციანი თხზულება, თუმცა, ეს ტექსტი შეიცავს მხოლოდ ზედაპირულ შეფასებით სიტყვებს (კერძოდ, აღნიშნავს, რომ „თამარი არც ისე კეთილია, როგორც სხვებს ჰგონია იმიტომ, რომ ის მოწინააღმდეგეებს სასტიკად მოექცა; ან თამარის მომხრე ისტორიკოსები იტყუებიან და მისი ცუდი საქმეების შესახებ არ წერენ). ჩანს, რომ მოსწავლემ არაფერი იცის თამარის ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ.

 

შენ ძალიან სწორად გაიგე დავალების პირობა, მაგრამ ჩანს, რომ არ გაქვს წაკითხული სასწავლო მასალა. გთხოვ, ყურადღებით წაიკითხო და დააკონკრეტო, რაში არ ეთანხმები თამარის მემატიანეს.

 

 

 

 

მესამე მოსწავლის ნაშრომი - მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს არაერთი ასოციაცია შესასწავლ საკითხთან მიმართებით, თუმცა, იმავე საკითხთან/მთავარ იდეასთან დაკავშირებით მის მიერ გადმოცემულ ამბებს არ აქვს მწყობრი, თანმიმდევრული სახე. შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი მულტისტრუქტურული დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „წყაროს“ სვეტში. 

სამიზნე ცნება

 

წყარო

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

 

მოსწავლემ ზუსტად გაიგო დავალების არსი და დაუკავშირა მას პარაგრაფში წარმოდგენილი მასალა (კერძოდ, აღნიშნა, რომ თამარი ცუდად მოიქცა იმიტომ, რომ დაიკავა დემნა ბატონიშვილის კუთვნილი ტახტი, უსამართლოდ შეიპყრო ყუთლუ არსლანი). თუმცა, ის ყურადღებას არ ამახვილებს დავალების მთავარ იდეაზე,  არ ამხელს თამარის მომხრე ისტორიკოსის ტენდენციურობას.

 

დავალების ფორმაც დასახვეწია, კერძოდ, მოსწავლე გადმოგვცემს არა ამბავს, როგორც ეს „მატიანეს“ შეშვენის, არამედ ცალკეულ წინადადებებს საკითხთან მიმართებით.

შენ სწორად გაიგე დავალების პირობა. პარაგრაფში მოცემული მასალაც წაგიკითხავს და დავალებასთან დაგიკავშირებია, თუმცა, გთხოვ დავალებაში ხაზგასმით გამოკვეთო, რაში არ ეთანხმები თამარის ისტორიკოსს და ხაზგასმით აღნიშნო, რატომ ფიქრობ, რომ ხალხმა მისი მონათხრობი არ უნდა დაიჯეროს.

 

გაითვალისწინე ისიც, რომ „მატიანეში“ ისტორია საინტერესო ამბის სახით უნდა გადმოიცეს, რათა ის მსმენელებისთვის უფრო გასაგები იყოს.

 

 

მეოთხე მოსწავლის ნაშრომი - მიმართებითი დონე

მოსწავლე მწყობრად და თანმიმდევრულად გადმოსცემს სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ ისტორიებს. ურთიერთდაკავშირებულად მსჯელობს სამიზნე ცნების არსობრივ მახასიათებლებზე. გამოკვეთს კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმების საშუალებით  განსაზღვრულ ნიუანსებს. შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი მიმართებითი დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „წყაროს“ სვეტში. 

სამიზნე ცნება

 

წყარო

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

მიმართებითი დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

 

მოსწავლე საინტერესოდ და შემოქმედებითად გადმოსცემს თამარ მეფის შესახებ ინფორმაციას. მის თხზულებაში გამოკვეთილია ფაქტორები, რომლებიც თამარის ისტორიკოსის ტენდენციურობას განაპირობებს (კერძოდ, ამბობს, რომ ისტორიკოსი მეფესთანაა დაახლოებული, ის მალავს რიგ ფაქტებს, მაგალითად, გიორგი მესამის რეპრესიებს, რომლებიც წინ უძღოდა თამარის გამეფებას).

 

თუმცა, დავალებაში დაშვებულია შეცდომები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მოსწავლეს ბოლომდე კარგად არ აქვს გააზრებული ეპოქა, რომელშიც თამარ მეფე ცხოვრობდა (მაგალითად, ახსენებს თავადებს, ამბობს რომ თამარი XI საუკუნეში გამეფდა).

 

შენ არაჩვეულებრივად გაართვი თავი დავალებას. შენს თხზულებაში გამოკვეთილია კრიტერიუმები:

·    რა ფაქტორები განაპირობებს ეპოქის თანამედროვე ისტორიკოსის ტენდენციურობას?

·    რა ნიუანსებში განსხვავდება ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგე ისტორიკოსის მოსაზრებები ერთმანეთისგან; რა არის განსხვავებული ინტერპრეტაციის არსებობის მიზეზი.

 

თუმცა, ნაკლებად ჩანს აქცენტი კრიტერიუმზე - კიდევ რა წყაროები არსებობს თამარ მეფის ეპოქის შესახებ; რამდენად სანდოა ისინი.

 

იქნებ გეცადა დაგესახელებინა თამარის ეპოქის ამსახველი სხვა წყაროები, რომლებიც უფრო შენი ნაამბობის სასარგებლოდ მეტყველებენ.

 

ყურადღება გაამახვილე, ასევე  ფაქტობრივ შეცდომებზე (მაგ. თავადები და სათავადოები ჯერ კიდევ არ არსებობდა იმ ეპოქაში).

გაიხსენე ასევე, რომელი მეფეების მმართველობა უძღოდა წინ თამარის მეფობას.

 

მეხუთე მოსწავლის ნაშრომი - აბსტრაქტული დონე

მოსწავლე კომპლექსური დავალების საშუალებით გამოკვეთილ მაგალითებზე დაყრდნობით ურთიერთდაკავშირებულად მსჯელობს საგნის ფარგლებში გამოკვეთილ რამდენიმე/ყველა სამიზნე ცნებაზე. უკავშირებს კომპლექსური დავალების საშუალებით გამოკვეთილ მოცემულობას პირად გამოცდილებას და სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს. შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი აბსტრაქტული დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „წყაროს“ სვეტში. 

სამიზნე ცნება

წყარო

კრიტერიუმი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

 

მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შექმნა „მატიანე“, რომელშიც თამარის მეფობის ამსახველი ისტორია გადმოსცა განსხვავებული ინტერპრეტაციით (მაგ.: ყუთლუ-არსლანის დასის წევრების გამოსვლის მოტივად დაასახელა ის, რომ აღარ სურდათ გამეორებულიყო მეფის მხრიდან ის სისასტიკე, რასაც გიორგი მესამის მეფობის დროს ჰქონდა ადგილი). თამარ მეფის ისტორიკოსის ტენდენციურობა ახსნა მისი სიახლოვით სამეფო კართან (მაგ. გამოიგონა ის ფაქტი, რომ თამარის მემატიანეა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი). 

 

თხზულებიდან ჩანს, რომ მოსწავლე ფლობს მასალას თამარის ეპოქასთან დაკავშირებით და გააზრებული აქვს ისინი სამიზნე ცნების კონტექსტში; კერძოდ: ამჟღავნებს მე-12 საუკუნის საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ცოდნას (სამიზნე ცნება „სივრცე“), ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის ცოდნას, მაგ,: ადეკვატურად ახსენებს ტერმინებს: „მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი“, „უგვაროთა აღზევება“, „საერისთავოები“ (სამიზნე ცნება „ძალაუფლება“), ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს თამარის მეფობისა და მისი წინარე პერიოდის ისტორიულ მოვლენებს შორის (სამიზნე ცნება „ისტორიული მოვლენა/პროცესი“).

 

მოსწავლემ ეპოქის სულისკვეთების უკეთ წარმოსაჩენად გამოიყენა არქაული სიტყვები.

 

შენ მშვენივრად გაართვი დავალებას. შენი ნაშრომიდან ჩანს, რომ სიღრმისეულად გაიაზრე:

·    „ქართლის ცხოვრების“, როგორც საისტორიო წყაროს, მნიშვნელობა;

·    ძალაუფლებისთვის ბრძოლის თავისებურებები თამარის ეპოქაში;

·    შესაბამისი ეპოქის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის აქტუალური საკითხები;

·    ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის მიზეზები და შედეგები.

 

გთხოვ გაიხსენო ისტორიიდან, შენი პირადი ცხოვრებიდან მაგალითები, რომლებიც „მატიანეში“ გამოკვეთილ ნიუანსებს უკავშირდება:

·    ვინმეს, ან რაიმეს ხომ არ გაგონებს თამარის ისტორიკოსის ტენდენციურობა;

·    რომელ ისტორიულ მოვლენას გაგონებს ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა;

·    რით განსხვავდება თამარის ეპოქა და მისთვის დამახასიათებელი ისტორიული მოვლენები სხვა ისტორიული ეპოქებისგან.

 

 

მოსწავლის პროფილი -  დანართში 9, ექსელის ცხრილის ფორმატში შემოთავაზებულია სივრცე, სადაც უნდა აისახოს სემესტრის განმავლობაში მოსწავლის მიღწევები. ასეთი ფაილი მოსწავლისთვის ინდივიდუალურად იქმნება, და მასში სხვადასხვა საგნის მასწავლებელს შეაქვს ინორმაცია (სოლო ტაქსონომიის საფუძველზე გაკეთებული აღწერილობები და კომენტარები). დოკუმენტის საშუალებით უნდა გამოჩნდეს ერთი მხრივ მოსწავლის მიღწევების ამსახველი სრული სურათი (ყველა საგანში, ყველა კომპეტენციასთან მიმართებით), მეორე მხრივ კი პროგრესი, რომელსაც ის წლის განმავლობაში სამიზნე ცნებებთან მიმართებით აღწევს.

დოკუმეტნის პირველ სვეტში წარმოდგენილია გრძელვადიანი მიზნები, რომელი მიმართულებითაც სასწავლო პროცესში უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაღრმავება. დანარჩენ სვეტებად კი გამოყოფილია პერიოდები, ცხრილის შევსების გასაადილებლად

 

ბ) როგორ უნდა ვაწარმოო განმსაზღვრელი შეფასება კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით? - პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განმსაზღვრელი შეფასებისთვის გამოიყენება შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ჩაშენებულია კომპლექსურ დავალებაშივე ქუდის ქვეშ: „ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ“.

 

4. ადაპტირებული სასწავლო გეგმა

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინკლუზიური განათლებისა და დიფერენცირებული სწავლა-სწავლების პრინციპებს ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს ყველა მოსწავლის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემას. ამისკენ სკოლებსა და პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმის დიზაინი უბიძგებს:

·        შედეგის ბუნება - თითოეული საგნის შედეგი განსაზღვრულია საფეხურის და არა კონკრეტული წლის ან თემის ფარგლებში. შედეგებზე განგრძობითად, მთელი საფეხურის მანძილზე, ხდება მუშაობა; ის არ წარმოადგენს მოკლევადიან ნიშნულს, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა მომდევნო შედეგზე გადასასვლელად. მაგ.: მისაღწევ შედეგზე - მოსწავლემ უნდა შეძლოს წყაროების საფუძველზე საკუთარი მოსაზრების დასაბუთება - მუშაობა მთელი საბაზო საფეხურის მანძილზე მიმდინარეობს. ის იმდენად ზოგადია, რომ მასზე მუშაობა სკოლის დასრულების შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. მასწავლებლის ამოცანაა, ამ კომპეტენციასთან მიმართებით მოსწავლის წინსვლის უზრუნველყოფა და არა მკაცრად განსაზღვრული ნიშნულების გადაბიჯება;

·        ფუნქციური კონტექსტი - ეროვნულ სასწავლო გეგმაში თემები წარმოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს შედეგის გააზრება. ეს კურიკულუმს ყოფით ცხოვრებას უახლოებს კურიკულუმს და ხელს უწყობს ფუნქციური უნარების განვითარებას;

·        საფეხურის ფარგლებში გამოყოფილი სამიზნე ცნებები კორელაციაშია მაკრო ცნებებთან. ამ კომპეტენციების განვითარება სწორედ სამიზნე ცნებებზე მუშაობის პროცესში ხდება;

·        კომპლექსური დავალება, როგორც შუალედური სასწავლო მიზანი - მასწავლებელი თავისუფალია შუალედური სასწავლო მიზნის შერჩევაში. მას შეუძლია საკუთარი კლასის მოსწავლეებს მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი დავალება შესთავაზოს. ცალკეული მოსწავლეებისთვის კი ამ დავალების ადაპტირებული ვერსია მოამზადოს.

როგორ უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების ადაპტირება სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებზე? -  სსსმ მოსწავლეებისთვის კურიკულუმის ადაპტირებაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ სსსმ მოსწავლე აუცილებლად პარალელურ რეჟიმში უნდა მისდევდეს თანაკლასელებს; ანუ უნდა გადიოდეს იმავე თემებსა და საგნობრივ საკითხებს. თუმცა, შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს კომპლექსური დავალების პირობა, რომელზეც ის იმუშავებს.

მასწავლებელს შეუძლია კლასის თითოეულ მოსწავლეს სხვადასხვა კომპლექსური დავალება მისცეს, თუმცა, ეს არ არის მთავარი. სსსმ მოსწავლეებისთვის დავალების ადაპტირებაზე მსჯელობისას გადამწყვეტია შემდეგი პრინციპი. კერძოდ, ზემოთ აღინიშნა, რომ თუკი სამიზნე ცნებას ვამუშავებთ, კომპლექსური დავალების ფარგლებში აუცილებელია ურთიერთდაკავშირებულად დამუშავდეს ცნების ყველა მკვიდრი წარმოდგენა. სსსმ მოსწავლეების შემთხვევაში კი შეიძლება აქცენტი მხოლოდ ერთ მკვიდრ წარმოდგენაზე გაკეთდეს. შესაძლოა ისიც, რომ საფეხურის ფარგლებში მხოლოდ ერთი მკვიდრი წარმოდგენა განისაზღვროს გრძელვადიან მიზნობრივ ორიენტირად.

სამიზნე ცნება „წყარო“

ტიპური განვითარების მოსწავლე

სსსმ მოსწავლე

მკვიდრი წარმოდგენები

მკვიდრი წარმოდგენები

1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;

 

2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;

 

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია        

 

 

მკვიდრი წარმოდგენების რაოდენობის შემცირება, ცხადია, დავალების ფორმასა და სირთულის ხარისხზეც ახდენს გავლენას.

სამიზნე ცნება „წყარო“

ტიპური განვითარების მოსწავლე

სსსმ მოსწავლე

კომპლექსური დავალების პირობა

კომპლექსური დავალების პირობა

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.

ნაშრომში ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

5. საიდან გვაქვს ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? (მკვ.1)

6. რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები (მაგ.: „ქართლის ცხოვრება“, ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები, ფრესკები)? (მკვ.2)

7. რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3)

8. თამარის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომელ  საკითხებზე შეიძლება გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული მოსაზრება/შეფასება? (მკვ.4)

გაეცანით თამარ მეფის ისტორიკოსის მონაცემებს მეფის მოღვაწეობის შესახებ. როგორ მოყვებოდი იგივე ამბებს, თამარ მეფის ეპოქაში რომ ცხოვრობდე და მისი მოწინააღმდეგე იყო.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

9. რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3)

 

 

როგორ აიგება კურიკულუმი სსსმ მოსწავლეებისთვის?

სსსმ მოსწავლეებისთვის იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სადაც განსაზღვრულია სასკოლო კურიკულუმის იდენტური თემები და საკითხები. კომპლექსური დავალების გრაფაში კი იწერება დავალების ადაპტირებული პირობა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმისთვის გამოიყენება პრაქტიკულად იგივე თემატური მატრიცა, თუმცა, მასში შესულია გარკვეული ცვლილებები. კერძოდ:

·        არ არის გამოყოფილი თემატური საკვანძო შეკითხვები და თემატური მკვიდრი წარმოდგენები;

·        არ არის გამოკვეთილი ქვესაკითხები და ქვეცნებები;

·        შემცირებულია მკვიდრო წარმოდგენებისა და შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაც.

თემა - საქართველო შუასაუკუნეებში                                                            საათების სავარაუდო რაოდენობა -

საკითხები და ქვეცნებები:

1.

2.

3. თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა (სამიზნე ცნება - „წყარო“, ქვეცნება - „მატიანე“)

4.

და სხვა

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

საკითხი/საკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა.

 

რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრების“ ცნობები თამარ მეფის შესახებ?

წყარო

შედეგები:  საბაზო საფეხური: 1, 2, 5, 6

3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

·    გაიხსენეთ შემთხვევა (საკუთარი ცხოვრებიდან, დღეს მიმდინარე პროცესებიდან, ისტორიიდან), როდესაც ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა მხარის მიერ განსხვავებულად იქნა აღწერილი და შეფასებული.

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

რესურსი 1 - პარაგრაფი სახელმძღვანელოდან გიორგი მესამისა და თამარ მეფის შესახებ;

·    ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თამარის მოწინააღმდეგეები?

·    რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი უკმაყოფილების მიზეზი?

·    თქვენ რომ იყოთ ისტორიკოსი, რომელიც თამარის მოწინააღმდეგეების პოზიციას გამოხატავს, რა ნიუანსებში არ დაეთანხმებოდით მას?

გაეცანით თამარ მეფის ისტორიკოსის მონაცემებს მეფის მოღვაწეობის შესახებ. როგორ მოყვებოდი იგივე ამბებს, თამარ მეფის ეპოქაში რომ ცხოვრობდე და მისი მოწინააღმდეგე იყო.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

10.              რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3)

 

 

 

დასკვნა

გზამკვლევში ჩამოყალუბებული პრინციპების საფუძველზე საქართველოს ყველა სკოლა ქმნის ორიგინალურ სასკოლო კურიკულუმს. ამ პროცესში მათ სამინისტრო მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. კერძოდ, პროექტ „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში აწვდის თემატური მატრიცის შევსებულ ნიმუშებს (დანართი 10), იმავე დავალებების ადაპტირებულ ვერსიებს სსსმ მოსწავლეებისთვის (დანართი 11) და ჩარჩოს, რომელშიც ის კომპლექსური დავალებები უნდა განთავსდეს (დანართი 12), რომელთა პირველადი ვერსიებიც მასწავლებლებს თანდათან მიეწოდებათ. ამ ვერსიების დახვეწა-დამუშავება-ადაპტირების საფუძველზე ჩამოყალიბდება ორიგინალური კურიკულუმი, რომელიც სკოლის „სავიზიტო ბარათი“ გახდება.



[1] პირველი და მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა სტრუქტურული ერთეული - ინდიკატორი. ზოგადი შეფასების კრიტერიუმი შინაარსისა და ბუნების მიხედვით დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც წინა თაობის სასწავლო გეგმებში ინდიკატორი ასრულებდა. ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალურ გზამკვლევში - „კურიკულუმი, პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფის საშუალება“ ავტ. თ. ჯაყელი, ნ. სილაგაძე ახსნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინდიკატორთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების მიზეზები.

 

[2] მასწავლებელების მხრიდან ხშირად დაისმის შეკითხვა კომპლექსური დავალებისა და შემაჯამაბელი დავალების ურთიერთმიმართების შესახებ. კომპლექსური დავალება არის დავალების ტიპი. ტერმინით „შემაჯამებელი“ კი განისაზღვრება სტატუსი/ფუნქცია, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ზოგიერთ დავალებას ენიჭება. მაგალითად, სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელმა შესაძლოა საკუთარ მოსწავლეებთან 10 კომლექსური დავალება განახორციელოს, აქედან სამს კი შემაჯამებელი დავალების სტატუსი მიანიჭოს (იმის მიხედვით, თუ რამდენი შემაჯამებელია სავალდებულო მის საგანში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ყველა შემაჯამებელი დავალება კომპლექსური ტიპის უნდა იყოს (არ შეიძლება შემაჯამებლის სტატუსი მიენიჭოს მხოლოდ პროცედურულ და დეკლარატიულ ცოდნაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს).

 

[3] სამიზნე ცნებები არ არის განსაზღვრული საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტებში, სადაც ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა მოქმედებს. თუმცა, სამიზნე ცნებები მიემართება როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურებს.

 

[4] ამ ეტპაზე პროფილის ჩამოსაყალიბებლად გამოყენებულია ექსელის ცხრილები, თუმცა, სამომავლოდ ეს სიტემა ჩაშენდება ელექტრონული ჟურნალში. ან  LMS სისტემის ნაწილი გახდება.

 

 

[5] პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სამუშაო პროცესში, აღწერილობისა და კომენტარის გრაფას ხედავენ სასკოლო საზოგადოების წევრები და მხარდამჭერი ჯგუფები. ამ ეტაპზე ეს მასალა სხვა ადამიანებისთვის არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი.


 [U1]?

 [U2]?

 [U3]?

 [U4]მოსწავლის მოქალაქეობრივი აღზრდისთვის

Комментариев нет:

Отправить комментарий