სასკოლო სასწავლო გეგმა
(2021 – 2022 სასწავლო წელი)
დოკუმენტი წარმოადგენს
გზამკვლევს, რომელიც სასკოლო საზოგადოების წევრებს დაეხმარება სასკოლო სასწავლო
გეგმის შედგენასა და განვითარებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს სასკოლო სასწავლო გეგმის
სარეკომენდაციო ფორმას (ცხრილი 1). გზამკვლევი ამ ფორმის გათვალისწინებითაა
აგებული; კერძოდ, სარეკომენდაციო დოკუმენტის შესავალ ნაწილთან მიმართებით
ჩამოყალიბებულია პრაქტიკული რჩევები და დილემები; გაანალიზებულია შესაბამისი
კონცეპტუალური საკითხები.
ცხრილი 1. - სასკოლო კურიკულუმის
სარეკომენდაციო ფორმა
|
შესავალი დოკუმენტის ფუნქცია და სტრუქტურა ·
დოკუმენტის
ფუნქცია, როლი და ადგილი სკოლის ცხოვრებაში; ·
დოკუმენტის
სტრუქტურა; კურიკულუმის
ფილოსოფია: ·
სასწავლო პროცესი (ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაანონსებული ინკლუზიურობისა და
სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები); ·
სასწავლო პროგრამები (ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაანონსებული კურიკულუმის ტიპის გრძელვადიან
მიზნებზე ორიენტირებული პროგრამები; მათი აგების პრინციპები და განვითარების პროცესი); ·
სკოლის საორგანიზაციო კულტურა (სკოლის „ფარული კურიკულუმი“; ინოვაციები და მათი დანერგვა-განვითარება
სკოლაში; მასწავლებლების პროფესიული
განვითარება; ხარისხისა და სასწავლო-პროცესის მართვის პრინციპები, რომლებსაც ამ
მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი და ჩამოყალიბებული სისტემები უნდა
ეფუძნებოდეს; გადაწყვეტილების მიღების კულტურა). სკოლის მისია და მიზნები აქ აისახება ეროვნული სასწავლო
გეგმის მისია და მიზნები და მათ საფუძველზე გამოყოფილი მაკროცნებები და
პრიორიტეტული თემები. სკოლებს შეუძლიათ მაკროცნებები თავადვე დააზუსტონ ან
განავრცონ. მიზნების დონეზეც მათ შეუძლიათ დამატებითი მიზნები გამოყონ, რაც
დამატებითი მაკროცნებების და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენებისა და
კრიტერიუმების გამოყოფის საფუძველი შეიძლება გახდეს; კარი I. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და
განვითარება ეროვნული
სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებისკენ სვლის პროცესის მონიტორინგისა და
შეფასების საშუალებები; მონაწილე მხარეები ·
ეროვნული
სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებისკენ სვლის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების
საშუალებები (შიდა და გარე კვლევები; თვითშეფასება და ა.შ.) და პრინციპები (რა
პრინციპებს ემყარება კვლევისა და თვითშეფასების დიზაინი); ·
მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ
ეს დოკუმენტი არის ერთგვარი „კონტრაქტი“/შეთანხმება სკოლის ადმინისტრაციას,
პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს შორის და რომ ეს არის კვლევისა და
დისკუსიის რეჟიმში ყოველწლიურად განახლებადი დოკუმენტი; როგორ
აორგანიზებს სკოლა საკუთარ ძალებს დასახულ ამოცანებთან მიმართებით სკოლის სტრუქტურა; ფუნქციური როლები სკოლაში (აქ
ჩაიწერება როგორც ფუნქციების განმარტება ისე კონკრეტული სამუშაოს აღწერილობები,
რომელსაც ამა თუ იმ თანამდებობის ადამიანები ახორციელებენ; აქვე წარმოჩნდება
საქმიანობის სფეროები, რომელთა განხორციელებაც შესაძლოა არ ემთხვეოდეს კონკრეტულ
სტრუქტურას); სამოქმედო
გეგმა (წარმოადგენს
სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილს) რისი გაკეთება იგეგმება დროის
კონკრეტულ მონაკვეთში (მაგ., 2021-2022 სასწავლო) სკოლის მისიისა და მიზნების
მისაღწევად; რის საფუძველზე გამოიკვეთა ეს პრიორიტეტები (კონკრეტული შიდა და
გარე კვლევები; თვითშეფასება და ა.შ.) და შეთანხმდა მათი გადაჭრის გზები
(კონკრეტული შეხვედრები და პროცესების აღწერა; მათ შორის იმისაც, თუ რა
ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს სკოლაში. კარი II.
სწავლა-სწავლების პროცესი ფორმალური
განათლება ·
საათობრივი
ბადე (სავალდებულო და არჩევითი კურსები); ·
ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნების (კონსტრუქტივისტული პრინციპები, შედეგები,
პრიორიტეტული თემები) დანერგვის მექანიზმები (კომპლექსური დავალება, თემატური
მატრიცა, სასკოლო პროექტი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, დაჩქარებული
პროგრამა); ·
სასწავლო
რესურსები (გრიფირებული სახელმძღვანელოები, დამატებითი რესურსები საგნების
მიხედვით, სკოლის ბაზაზე ადაპტირებული სასწავლო რესურსები); ·
სწავლა-სწავლების
მეთოდები და სტრატეგიები (მოსწავლეზე ორიენტირებული დიფერენცირებული სწავლების
სკოლაში აპრობირებული სტრატეგიები - მაგალითად, კომპლექსური დავალების როლი და ადგილი სწავლა-სწავლების
პროცესში - სსსმ მოსწავლეებისთვის მისი ადაპტირების პრინციპები;
ინტერდისციპლინური მიდგომები, ტექნოლოგიების როლი და ადგილი სასწავლო პროცესში;
სასწავლო სივრცის ორგანიზება); ·
განმსაზღვრელი
და განმავითარებელი შეფასების ფორმები (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების
ტაქსონომია, კრიტერიუმები განმსაზღვრელი შეფასებისთვის); დანართი
1: თემატური მატრიცები კლასებისა და საგნების მიხედვით; დანართი
2: სასკოლო პროექტები პრიორიტეტული თემების მიხედვით; დანართი 3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმები სსსმ მოსწავლეებისთვის. არაფორმალური
განათლება ·
არაფორმალური
სივრცეები და აქტივობები სკოლაში; ·
გარე
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაფორმალური განათლების კონტექსტში
შემოთავაზებული აქტივობები. კარი
III . წლიური ბიუჯეტი |
შესავალი
|
დოკუმენტის ფუნქცია და სტრუქტურა |
|
|
·
დოკუმენტის
ფუნქცია, როლი და ადგილი სკოლის ცხოვრებაში; ·
დოკუმენტის
სტრუქტურა. |
|
|
საკვანძო ცნებები |
საკვანძო
შეკითხვები |
|
·
ადგილობრივი საჭიროებები და შესაძლებლობები; ·
ჰოლისტური მიდგომა; ·
განვითარება; ·
მონაწილეობითობა. |
·
რატომ არის საჭირო სასკოლო კურიკულუმი, თუკი გვაქვს ეროვნული სასწავლო
გეგმა? ·
რას ნიშნავს კურიკულუმის განვითარება? როგორ უნდა ვიზრუნო სასკოლო კურიკულუმის
განვითარებაზე? ·
რა სფეროებს უნდა ასახავდეს სასკოლო კურიკულუმი? |
სასკოლო სასწავლო გეგმა[1] არის დოკუმენტი, რომელიც სკოლის
„სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს. მასში აისახება ინფორმაცია, როგორც სკოლის მისიასა
და მიზნებთან, ისე სასწავლო პროცესსა და სკოლის საორგანიზაციო კულტურასთან დაკავშირებით.
2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის
დანერგვის პროცესში სასკოლო სასწავლო გეგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეროვნული
სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ზოგად ორიენტირებს სწავლა-სწავლების მიზნებთან და სასწავლო
პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ მიზნების დაკონკრეტება კი სასკოლო კურიკულუმის
დონეზე ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე
- რას აკეთებს კონკრეტული სკოლა ეროვნული სასწავლო
გეგმის შედეგების მისაღწევად/მისი მოთხოვნების პრაქტიკაში განსახორციელებლად?
სასკოლო კურიკულუმზე მუშაობისას საკვანძო
სიტყვებია: ადგილობრივი საჭიროებები და შესაძლებლობები,
ჰოლისტური მიდგომა, განვითარება, მონაწილეობითობა.
ადგილობრივი
საჭიროებები
და შესაძლებლობები - ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნები (მიზნები და შედეგები, საგანმანათლებლო პრინციპები, ადმინისტრაციული
ნაწილი) საერთოა საქართველოს ყველა სკოლისთვის, თუმცა, მათი მიღწევის გზები შეიძლება
იყოს იმდენი, რამდენიც სკოლაა. ყველა სკოლაში სხვადასხვა მოცემულობაა: სკოლების განსხვავებულობას,
გარდა ცალსახა ცვლადებისა (მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მდებარეობა, ინფრასტრუქტურა
და სხვა), ისეთი ელემენტებიც მონაწილეობს, როგორებიცაა: მასწავლებლების განწყობები,
მშობელთა ინტერესი სასწავლო პროცესის მიმართ, სტრუქტურული ელემენტების პრაქტიკული ფუნქცია.
ყოველივე ამის შედეგად, განსხვავებულია სკოლის კულტურა, ორგანიზება გაუწიოს საკუთარ
ძალებს რეფორმის პროცესში დასახულ ამოცანებთან მიმართებით[2].
ჰოლისტური მიდგომა - მესამე თაობის ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, სკოლა გამოდის ორგანიზაცია, რომელიც ლოკალურ
დონეზე ახორციელებს განათლების რეფორმას. ეს კომპლექსური პროცესია, რომელიც მხოლოდ
იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, თუ კი აქცენტი სასწავლო ცხოვრების ყველა
სფეროზე გაკეთდება (ეს სფეროები თვალსაჩინოა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სასკოლო
კურიკულუმის სარეკომენდაციო ფორმაში, იხ. დოკუმენტის სარჩევი). ფრაგმენტულობამ და რომელიმე
სფეროს იგნორირებამ შეიძლება ავნოს ეროვნულის ასწავლო გეგმის სასკოლო დონეზე დანერგვას.
განვითარება - სასკოლო სასწავლო გეგმისთვის
აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებულობა. მნიშვნელოვანია,
სკოლას ჰქონდეს უნარი, იკვლიოს საკუთარი მიღწევები, პრობლემები, რისკები და ამის საფუძველზე
ცვლილებები შეიტანოს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში. კურიკულუმის განვითარება მუდმივმოქმედ
პროცესს უნდა წარმოადგენდეს.
მონაწილეობითობა - სასკოლო კურიკულუმთან მიმართებით
მნიშვნელოვანია არა მარტო ხარისხის, არამედ მისი შემუშავების პროცესიც. მის განვითარებაში
მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი: მშობლები, მასწავლებლები,
სკოლის ადმინისტრაცია, პარტნიორი ორგანიზაციები. სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოადგენს
ერთგვარ კონტრაქტს ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შორის. რაც უფრო მაღალია
შეთანხმებულობის ხარისხი, მით უფრო მდგრადი და თანამიმდევრულია პროცესები, რაც გავლენას
ახდენს მოსწავლეთა შედეგებზე.
|
კურიკულუმის ფილოსოფია |
|
|
·
პროცესი (ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაანონსებული
ინკლუზიურობისა და სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები); ·
სასწავლო პროგრამები (ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაანონსებული
კურიკულუმის ტიპის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული პროგრამები; მათი აგების პრინციპები და
განვითარების პროცესი); ·
სკოლის საორგანიზაციო კულტურა (სკოლის „ფარული კურიკულუმი“; ინოვაციები
და მათი დანერგვა-განვითარება სკოლაში; მასწავლებლების პროფესიული განვითარება;
ხარისხისა და სასწავლო-პროცესის მართვის პრინციპები, რომლებსაც ამ მიმართულებით
გადადგმული თითოეული ნაბიჯი და ჩამოყალიბებული სისტემები უნდა ეფუძნებოდეს; გადაწყვეტილების მიღების კულტურა). |
|
|
საკვანძო ცნებები |
საკვანძო
შეკითხვები |
|
·
„ფარული კურიკულუმი“; ·
კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპები; ·
მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; ·
შინაარსის ამოწურვაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა; ·
მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა; ·
პროცესზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა; ·
ფორდისტული მიდგომები; ·
ნეოფორდისტული მიდგომები; ·
პოსტფორდისტული მიდგომები. |
რა ფილოსოფიურ
საფუძვლებს უნდა დაეფუძნოს სკოლაში სასწავლო პროცესი; სასწავლო პროგრამებისა და საორგანიზაციო
კულტურის განვითარება? |
განათლების რეფორმა საქართველოში უახლეს სამეცნიერო
მიღწევებს ეყრდნობა. ეს ასახვას ჰპოვებს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის, ისე სასკოლო
კურიკულუმების ფილოსოფიაზე, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ვითარდება.
ქვემოთ ეს ფილოსოფია დახასიათებულია 3 არსებით სფეროსთან მიმართებით:
1. სასწავლო პროცესი
2. სასწავლო პროგრამები
3. სკოლის საორგანიზაციო კულტურა.
სასწავლო პროცესი
ეროვნული სასწავლო გეგმა ეყრდნობა კონსტრუქტივისტულ
საგანმანათლებლო პრინციპებს. მისი არსი და განსხვავებულობა წინამორბედ საგანმანათლებლო
პარადიგმასთან მიმართებით ადვილად შეიძლება აღიწეროს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოყალიბებული
5 საგანმანათლებლო პრინციპის საშუალებით (აქტიური სწავლა; ახალი ცოდნის კონსტრუირება
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით; ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება; სწავლის სწავლა;
ცოდნის სამი კატეგორია).
მაშასადამე, რეფორმის და მასთან ერთად სასკოლო კურიკულუმის
მიზანია:
·
მოსწავლე ჩართული იყოს აქტიურ შემოქმედებით პროცესებში და არ იყოს პასიური
მსმენელი (აქტიური სწავლა);
·
მოსწავლეს ახალი ცოდნა მიეწოდებოდეს არა ერთბაშად, მომზადების გარეშე, არამედ
თანდათანობით მის წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით (ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით);
·
მოსწავლე იღებდეს არა დაქსაქსულ და დანაწევრებულ ინფორმაციას, არამედ ამ ინფორმაციას
იაზრებდეს და უკავშირებდეს ადრე ნასწავლს (ცოდნათა
ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება);
·
ყურადღება გამახვილდეს სწავლის სტრატეგიებზე (სწავლის სწავლა);
·
ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ დეკლარატიულ და პროცედურულ ცოდნაზე, არამედ
ნასწავლის ცხოვრებასთან დაკავშირებაზე (ცოდნის
სამი კატეგორია).
ამ პრინციპების სხვა საგანმანათლებლო პარადიგმისგან
განსხვავების ხაზგასასმელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩინური გამონათქვამი:
„მითხარი და დამავიწყდება,
მაჩვენე და დავიმახსოვრებ,
გამაკეთებინე და გავიგებ“.
ა) „მითხარი და დამავიწყდებას“
რეჟიმში -
მაგალითად ერთ-ერთი საგნობრივი საკითხის - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა - სწავლა-სწავლება
შეგვიძლია ასე დავახასიათოთ: მასწავლებელი ლექციის ფორმატში უყვება მოსწავლეებს თამარის
მეფობისა და მოღვაწეობის შესახებ, ფრონტალური შეკითხვების რეჟიმში ახსენებს მათ წინარე
საკითხებს; შემდეგ კი სახელმძღვანელოდან სასწავლად აძლევს შესაბამის პარაგრაფს. მომდევნო
გაკვეთილზე რამდენიმე მოსწავლე ყვება გაკვეთილს, რასაც მოსდევს მასწავლებლისგან დასმული
შეკითხვები პარაგრაფში გამოკვეთილი ცალკეული საკითხების შესახებ.
რამდენად არის დაცული სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული
პრინციპები ასეთ დროს:
|
საგანმანათლებლო პრინციპები |
„მითხარი და დამავიწყდებას“ რეჟიმში |
|
აქტიური სწავლა |
მასწავლებელი აქტიურია, მოსწავლე პასიური მსმენლის როლშია. მოსწავლეების
უმრავლესობა პრაქტიკულად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში; სასწავლო პროცესი არ ასოცირდება შემოქმედებითობასთან. |
|
ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე
დაყრდნობით |
ახალი მასალის ახსნის პროცესი ორიენტირებულია მასწავლებელზე: ·
მასწავლებელი ყველა მოსწავლეს აცნობს ერთსა და იმავე რესურსს, ·
ერთნაირად უხსნის ახალ მასალას, ·
გამოკვეთს შესასწავლი საკითხისთვის და არა მოსწავლეთა ინტერესების შესაბამის
შეკითხვებს. |
|
ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება |
გაკვეთილებზე დამუშავებული სასწავლო მასალა სუსტად უკავშირდება სხვა, მათ
შორის, მანამდე ნასწავლ საკითხებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას; არ ხდება მასალის
სიღრმისეული გააზრება; არ არის მკაფიო გრძელვადიანი მიზანი, რისთვისაც ისწავლება ეს საკითხი. |
|
სწავლის სწავლა |
აქცენტი არის მხოლოდ იმაზე, თუ რას სწავლობს მოსწავლე და არა - როგორ სწავლობს,
რა სტრატეგიებს იყენებს საამისოდ იგი. |
|
ცოდნის სამი კატეგორია |
აქცენტი კეთდება დასამახსოვრებელ მასალაზე (ფაქტობრივი ინფორმაცია თამარ
მეფის შესახებ), გარკვეულწილად - პროცედურებზე (მსჯელობა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
შესახებ), მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა მასალის რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან
დაკავშირებას. |
„მაჩვენე და დავიმახსოვრებ“
რეჟიმში იგივე
საკითხის (თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა) სწავლება შეგვიძლია ასე დავახასიათოთ: მასწავლებელი
მოსწავლეებს მრავალფეროვან რესურსებზე დაყრდნობით უხსნის ახალ მასალას; კერძოდ, უჩვენებს
ილუსტრაციებს, ფრაგმენტებს ვიდეო-რესურსიდან, აწვდის დამატებით ინფორმაციას (ნაწყვეტებს
სხვადასხვა წყაროდან) და სხვადასხვა ისტორიკოსის შეფასებას თამარის შესახებ და ა.შ.;
სვამს მაღალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირებულ შეკითხვებს; მოსწავლეებს სთხოვს, მოიძიონ
დამატებითი ინფორმაცია თამარზე და ციფრულ ფორმატში, პრეზენტაციის რეჟიმში „პროექტის“
სახით წარმოადგინონ. მომდევნო გაკვეთილზე რამდენიმე მოსწავლე წარადგენს პრეზენტაციას
თამარის შესახებ და მასწავლებელი ცდილობს, დამატებითი შეკითხვებით ამოწუროს მასალა.
ასეთ დროს, მიუხედავად სასწავლო პროცესის განსხვავებული
დეკორისა, პარადიგმული თვალსაზრისით ბევრი არაფერი იცვლება. აქ კვლავაც:
|
საგანმანათლებლო პრინციპები |
„მაჩვენე და დავიმახსოვრებ“ რეჟიმში |
|
აქტიური სწავლა |
მასწავლებელი აქტიურია (შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად აქტიური, ვიდრე პირველ
შემთხვევაში), მოსწავლე პასიური მსმენლის როლშია; მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე პროცესს, თუმცა
მათი უმრავლესობა ქმედებების დონეზე არ არის ჩართული სასწავლო პროცესში; სასწავლო პროცესში მასწავლებელი შემოქმედებითია, თუმცა იგივე არ ითქმის
მოსწავლეებზე. მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგენს სახელმძღვანელოსა
და სხვა დამატებით სასწავლო მასალაში მოცემული ინფორმაციის გადმოტანას ციფრულ ფორმატში. |
|
ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე
დაყრდნობით |
ახალი მასალის ახსნის პროცესი ორიენტირებულია მასწავლებელზე: ·
მასწავლებელი ყველა მოსწავლეს გააცნობს ერთსა და იმავე რესურსს, ·
ერთნაირად უხსნის ახალ მასალას, ·
გამოკვეთს შესასწავლი საკითხისთვის და არა მოსწავლეთა ინტერესების შესაბამის
შეკითხვებს. |
|
ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება |
გაკვეთილებზე დამუშავებული სასწავლო მასალა მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება
სხვა, მათ შორის, მანამდე ნასწავლ საკითხებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას; არ ხდება მასალის სიღრმისეული გააზრება; არ არის მკაფიო გრძელვადიანი მიზანი, რისთვისაც ისწავლება ეს საკითხი. |
|
სწავლის სწავლა |
აქცენტი არის მხოლოდ იმაზე, თუ რას სწავლობს მოსწავლე და არა - როგორ სწავლობს,
რა სტრატეგიებს იყენებს საამისოდ იგი. |
|
ცოდნის სამი კატეგორია |
აქცენტი კეთდება დასამახსოვრებელ მასალაზე (ფაქტობრივი ინფორმაცია თამარ
მეფის შესახებ), გარკვეულწილად - პროცედურებზე (მსჯელობა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
შესახებ). მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა მასალის რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან
დაკავშირებას. |
„გამაკეთებინე და გავიგებ
რეჟიმში“ ამ
საკითხის სწავლება შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხერხდეს, „ახალი სკოლის მოდელისთვის“
ტიპურია სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების გასააზრებლად კომპლექსური
დავალებების გამოყენება.
კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი,
რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც ადასტურებს საკუთარ ცოდნას შესასწავლ
საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ ტიპის დავალებებით ხდება ზემოაღნიშნული პრინციპების
პრაქტიკული რეალიზება.
სასწავლო პროცესში მისი გამოყენება ხდება შემდეგნაირად.
შესასწავლი საკითხის დაანონსებისთანავე, მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს კომპლექსური
დავალების პირობას:
|
გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის
სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე,
რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს
„ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის
გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.
ნაშრომში ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: 1. საიდან გვაქვს ინფორმაცია თამარ
მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? (მკვიდრი
წარმოდგენა 1) 2. რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ
მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები (მაგ.: „ქართლის ცხოვრება“,
ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები, ფრესკები)? (მკვიდრი წარმოდგენა 2) 3. რამდენად სანდოა „ქართლის
ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებით?
(მკვიდრი წარმოდგენა 3) 4. თამარის საშინაო პოლიტიკასთან
დაკავშირებულ რომელ საკითხებზე შეიძლება
გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული მოსაზრება/შეფასება? (მკვიდრი წარმოდგენა 4) |
საკითხზე მუშაობა გრძელდება 5-6 გაკვეთილის განმავლობაში.
მოსწავლეებმა ზუსტად იციან, თუ რა შემოქმედებითი პროდუქტის შესაქმნელად სჭირდებათ გაკვეთილზე
განხორციელებული აქტივობები, რა პროდუქტის საშუალებით უნდა დაამტკიცონ საკუთარი ცოდნა
ახალ საკითხთან მიმართებით. სამუშაო პროცესში მოსწავლეები ეცნობიან მიცემულ/მოძიებულ
მასალას, სვამენ დამაზუსტებელ შეკითხვებს - კომპლექსური დავალების ფორმასა და შინაარსთან
დაკავშირებით. მასწავლებელი ამ შეკითხვებზე დაყრდნობით აკეთებს განზოგადებებს, რომლებიც
ერთი მხრივ, აჯამებს ფაქტობრივ ცოდნას, მეორე მხრივ კი სასწავლო პროცესს მიმართავს
გრძელვადიანი სასწავლო მიზნისკენ. 5-6 გაკვეთილის განმავლობაში, რომელიც ამ საკითხს
ეხება, ყველა მოსწავლე წარადგენს საკუთარ ნაშრომს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს
მასწავლებლებისგან და თანაკლასელებისგან.
ასეთ დროს,
|
საგანმანათლებლო პრინციპები |
„გამაკეთებინე და გავიგებ“ რეჟიმში |
|
აქტიური სწავლა |
მოსწავლე აქტიურ შემოქმედებით პროცესშია ჩართული. მან წინდაწინვე იცის,
რა პროდუქტი უნდა შექმნას შესასწავლ საკითხთან მიმართებით; ამ პროდუქტზე მუშაობა მოსწავლისგან შემოქმედებითი ძალების მობილიზებას მოითხოვს.
ყოველივე ეს ზრდის მის მოტივაციას. |
|
ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე
დაყრდნობით |
კომპლექსური დავალების პირობა ფორმულირებულია იმგვარად, რომ სწავლა-სწავლების
პროცესში მოსწავლისთვის ნაცნობი კონტექსტები შემოაქვს; კერძოდ, მოსწავლისთვის ცნობილია,
რომ ერთსა და აიმავე საკითხზე ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეთ.
ოპოზიციური „მატიანეები“ ტელე თუ სოციალური მედიასიუჟეტების სახით მას არაერთხელ
უნახავს; სწავლა-სწავლების პროცესი ორგანიზებულია იმგვარად, რომ ახალი ცოდნის დაშენება
ამ ნაცნობ კონტექსტზე ხდება; კერძოდ, მოსწავლე კრებს ინფორმაციას თამარ მეფის შესახებ
იმისთვის, რათა კომპლექსური დავალების პირობა დააკმაყოფილოს. ანუ ახალ ცოდნას აკავშირებს
მიზნობრივად იმ კონტექსტთან, რომელიც მისთვის ნაცნობი ყოველდღიურობაა. |
|
ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება |
სასწავლო პროცესში მკაფიოდ არის გააზრებული რაკურსი, რომელზე ორიენტირებითაც
ხდება თამარ მეფის მოღვაწეობის შესწავლა. ეს რაკურსია - მოსწავლემ გაიღრმავოს ცოდნა
იმ ფაქტორებთან დაკავშირებით, თუ ·
რა შეიძლება განაპირობებდეს ამა თუ იმ წყაროს ტენდენციურობას; ·
როგორ შეიძლება ყალიბდებოდეს სხვადასხვა მოსაზრება ერთსა და იმავე საკითხზე.
გამომდინარე აქედან, ზემოაღწერილი სასწავლო პროცესი მოსწავლის გონებაში
დააჯგუფებს ყველა იმ ცოდნას, რომელიც წყაროების ავთენტურობასა და სანდოობას შეეხება.
ამ კონტექსტში თამარ მეფისა და მისი ეპოქის შესახებ ცოდნაც უფრო სისტემური გახდება. |
|
სწავლის სწავლა |
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი გრძელდება 5-6 გაკვეთილის განმავლობაში.
ამ პერიოდში მასწავლებელი რეგულარულად აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს თითოეულ მოსწავლეს. ყურადღებას ამახვილებს არამარტო შესასწავლ
მასალასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მასალის
შესწავლა (მაგ. რა სტრატეგიებით უნდა წავიკითხოთ წყარო? - გამოვყოთ პერსონალიები
და ტოპონიმები, განვსაზღვროთ ავტორის ვინაობა და მოტივაცია, ყურადღება მივაქციოთ,
რა წყაროებიდან აქვს მას ინფორმაცია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა
ის ეპოქის თანამედროვე და ა.შ.) |
|
ცოდნის სამი კატეგორია |
სასწავლო პროცესში აქტიურად მუშავდება ცოდნის სამივე კატეგორია (დეკლარატიული,
პროცედურული, პირობისეული): ·
დეკლარატიული ცოდნა - განიხილება ძალიან კონკრეტული ფაქტობრივი მასალა თამარ მეფის მოღვაწეობასთან
დაკავშირებით. მასწავლებელი არ იფარგლება მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული მასალით
და სთავაზობს ადაპტირებულ ტექსტს „ქართლის ცხოვრებიდან“, რომლის ოპოზიციურ „მატიანესაც“
ქმნის მოსწავლე. ·
პროცედურული ცოდნა - კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მრავლად იკვეთება სადისკუსიო საკითხები.
გამომდინარე აქედან, მოსწავლეები გამუდმებით მსჯელობენ, სვამენ შეკითხვებს, ანზოგადებენ
გაკვეთილზე დამუშავებულ ინფორმაციას. ·
პირობისეული ცოდნა - კომპლექსური დავალების პირობა ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მოსწავლეს
დღეს არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებასთან უჩნდება ასოციაცია. ის ძალაუნებურად უკავშირებს
თამარის ეპოქას დღეს მიმდინარე, მისთვის ცნობილ მოვლენებს (მაგ. დაპირისპირება მთავრობასა
და ოპოზიციურ პარტიებს შორის). |
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მესამე
ტიპის („გამაკეთებინე და გავიგებ“), კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე ორიენტირებული პედაგოგიკის
დანერგვაა საკლასო ოთახში. ყველა სკოლა კი ვალდებულია იკვლიოს დანერგვის მიმართულებით
საკუთარი შესაძლებლობები.
სასწავლო პროგრამები
ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებისგან კურიკულუმის
ტიპის, გრძელვადიან მიზნებზე/პროცესზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო გეგმების განვითარებას
მოითხოვს. მისი რაობისა და არსის უკეთ გასაგებად საჭიროა სხვა ტიპის პროგრამებთან შედარება.
თანამედროვე მკვლევრები სასწავლო პროგრამები
განვითარების 3 ეტაპს გამოყოფენ:
ა) შინაარსზე ორიენტირებული პროგრამები - გულისხმობს პროგრამის სახით დამტკიცებულ საგნობრივ
საკითხებს;
ბ) მოკლევადიან მიზნებზე ორიენტირებული პროგრამები - გულისხმობს სასწავლო პროგრამებს, სადაც
მიზნობრივი ორიენტირების სახით განსაზღვრულია მრავალრიცხოვანი შედეგები და ინდიკატორები,
რომლებიც წარმოაჩენენ არა მხოლოდ იმას, თუ რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ (როგორც ეს ხდება
შინაარსზე ორიენტირების შემთხვევაში), არამედ იმ უნარებსაც, რომლებიც მოსწავლეს ამ
ცოდნის დემონსტრირებისთვის დასჭირდება;
გ) გრძელვადიან მიზნებზე/პროცესზე ორიენტირებული პროგრამები - გულისხმობს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ
პროგრამებს, სადაც მიზნები მცირერიცხოვანია და ბევრ შემოქმედებით თავისუფლებას უტოვებს
მასწავლებელს სწავლა-სწავლების პროცესის დასაგეგმად. ამ ტიპის პროგრამებს, როგორც წესი,
კურიკულუმების სახელით იხსენიებენ და ხაზს უსვამენ, რომ მათი პრაქტიკული გამოყენებისას
სასწავლო შედეგებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს თავად სასწავლო პროცესს. ამ ტიპის
პროგრამების მიზნები მასწავლებლებს მუდმივად თვალწინ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მისი მიღწევის
გზებს თავად უნდა არჩევდნენ საკუთარი სკოლის მოსწავლეების, სკოლის ინტერესებისა და
შესაძლებლობების შესაბამისად.
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ შინაარსზე
და მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული პროგრამის ჩანაცვლებაა პროცესზე ორიენტირებული
კურიკულუმებით.
ზემოაღნიშნულ პროგრამებს შორის არსებით განსხვავებას
მიზნების რაობა და მათი ფორმულირების სტილი წარმოადგენს. შევადაროთ, როგორ ხდება მიზანზე
ორიენტირება ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ტიპის პროგრამის შემთხვევაში ისტორიის მაგალითზე.
მაგალითად, ყველა ქვეყანასა და ყველა დროში ისტორიის
სწავლა-სწავლება თუკი რაიმე მიზანს ისახავს, ერთ-ერთი ნამდვილად არის წყაროების კრიტიკულად
გააზრების უნარის განვითარება.
ა) შინაარსზე ორიენტირებული
პროგრამების შემთხვევაში წყაროებზე მუშაობა შეიძლება მოხდეს ახალი საკითხების დამატების ხარჯზე, მაგ.
თუკი პოლიტიკური და სოციალური ისტორიის საკითხებით გაჯერებულ პროგრამას დაემატება წყაროებთან
დაკავშირებული საკითხები (მაგ. ისეთები, როგორებიცაა: ბოლნისის სიონის წარწერა, „ქართლის
ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“ ან ნუმიზმატიკური მონაცემები, არქეოლოგიური მონაცემები
და სხვა).
ისე გამოდის, რომ თუ მოსწავლეს ცალკე საკითხად ექნება
ნასწავლი სხვადასხვა წყაროს/წყაროების ტიპები, ეს იმის საფუძველიცაა, რომ ის ამ წყაროს
შესახებ ცოდნას საგნის სხვა საკითხებსაც დაუკავშირებს (ანუ წყაროების კრიტიკულად გაანალიზებას
შეძლებს). სამწუხაროდ, რეალობაში ასე არ ხდება. ბავშვები იღებენ დანაწევრებულ ცოდნას
და არათუ წყაროების კრიტიკულ უნარს ვერ ივითარებენ, არამედ პოლიტიკური და სოციალური
ისტორიის ფაქტებს შორისაც ვერ ხედავენ მწყობრ კავშირებს.
ბ) მოკლევადიან შედეგებსა და ინდიკატორებზე ორიენტირებული პროგრამების შემთხვევაში ზემოაღწერილი პრობლემის თავიდან
აცილების მიზნით სასწავლო პროგრამაშივე უნარების ენაზე აღიწერება შედეგები, რომელთა
განვითარებასთანაც წყაროების კრიტიკული ანალიზია დაკავშირებული. მაგალითად, პირველი
თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, X კლასში მიზნობრივი ორიენტირი შემდეგი შედეგების
სახით იყო ფორმულირებული:
|
ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა |
კომუნიკაცია |
|
·
მოსწავლე აანალიზებს
და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციას; ·
მოსწავლე აანალიზებს
პირველად და მეორად წყაროებს; ·
მოსწავლე გეგმავს
და ატარებს ისტორიული კვლევას. |
·
მოსწავლე წერს
ისტორიულ თემას |
ამას კი მოსდევდა ინდიკატორების მთელი სერია (41 ინდიკატორი),
რომელიც შედეგების მიღწევას ადასტურებდა[3].
ამ შემთხვევაში თითქოს უფრო კონკრეტულად არის წარმოდგენილი,
რას გულისხმობს წყაროების კრიტიკული ანალიზი. კერძოდ, შედეგებსა და ინდიკატორებში დასახელებულია
მოსწავლის ქცევები, რომლითაც მას წყაროების კრიტიკული ანალიზის კომპეტენციის დემონსტრირება
შეუძლია. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ ასწორებს საკითხზე ორიენტირებული პროგრამების
ხარვეზებს.
საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ისტორიის შესწავლისთვის
საჭირო კომპეტენციები (შედეგები და ინდიკატორები) აღიწერება დანაწევრებულად კლასების
მიხედვით. თითქოს ისე გამოდის, რომ ჯერ ერთი მათგანი უნდა განვითარდეს, შემდეგ - მეორე,
შემდეგ - მესამე. მაგალითად, ზემოთ მოცემულია შედეგები ისტორიულ წყაროებთან მუშაობასთან
დაკავშირებით, მომდევნო XI კლასში კი გამოკვეთილია შედეგები, რომლებიც სოციალურ და
პოლიტიკურ ისტორიას ეხება.
მაშასადამე, საკითხების დანაწევრებულად სწავლა-სწავლების
კონცეფციას აქ ენაცვლება ხედვა კომპეტენციების დანაწევრებულად, თანამიმდევრობით განვითარებასთან
დაკავშირებით. მოსწავლე ამ შემთხვევაში თითქოს საავტომობილო ქარხნის პერსონალს მოგვაგონებს,
რომელმაც მანქანათმშენებლობის პრინციპების დასაუფლებლად ჯერ ერთი დეტალის აწყობა უნდა
ისწავლოს, შემდეგ - მეორის და ა.შ.. პიროვნული განვითარება ასე მექანიცისტურად არ ხდება.
ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ მასწავლებლებისთვის
ბუნდოვანია, როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო პროცესი ამ ტიპის შედეგებსა და ინდიკატორებზე
ორიენტირებით. აქ ერთმანეთისგან იზოლირებულად აღიწერება შედეგები-ინდიკატორები და შინაარსი
(რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს შედეგების მიღწევა), რაც მასწავლებლებს ძალიან აბნევს.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ პედაგოგები დოკუმენტურ დონეზე ფორმალურად ადგენენ შესაბამისობებს
სასწავლო პროცესში მიმდინარე აქტივობებსა და შედეგებს/ინდიკატორებს შორის. რეალური
სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა კვლავ სახელმძღვანელოს სარჩევზე დაყრდნობით ხდება.
ამიტომაცაა, რომ ზემოხსენებული ტიპის ე.წ. რალფ ტაილერისეულ სტანდარტებს ხშირად მექანიკურ
და ბიუროკრატიულ საჭიროებებზე ორიენტირებულ პროგრამებად მოიხსენიებენ.
გ) პროცესზე ორიენტირებულ
პროგრამებში -
მიზნობრივი ორიენტირების/შედეგების რაოდენობა უფრო მცირერიცხოვანია და ამ შედეგებზე
მუშაობა გრძელდება მთელი საფეხურის განმავლობაში სხვადასხვა შინაარსობრივ საკითხებზე
დაყრდნობით. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შედეგები განსაზღვრულია საფეხურის
და არა წლების მიხედვით. მაგ. თუკი ისტორიაში შედეგია - მოსწავლემ უნდა შეძლოს წყაროს
კრიტიკული გააზრება, საკუთარი მოსაზრებები წყაროების საფუძველზე დასაბუთება - იგი ძალაშია
ყველა სავალდებულო თემასთან მიმართებით საბაზო საფეხურზე.
სტანდარტის შედეგი თემა N1 თემა N3 თემა N2
გამოდის, რომ ყველ სასწავლო თემა ორიენტირებულია
ერთსა და იმავე მიზნებზე. ამ ტიპის შედეგები დიდ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს
პედაგოგს. მასწავლებელს შეუძლია ისტორიის ნებისმიერი საკითხი გამოიყენოს ზემოაღწერილი
შედეგის მისაღწევად. მაშინ, როცა პირველი და მეორე ტიპის პროგრამებში ის ამ თავისუფლებას
მოკლებული იყო: შინაარსზე ორიენტირების შემთხვევაში გვაქვს საკითხების ზუსტი ჩამონათვალი,
მოკლევადიანი შედეგების შემთხვევაში კი შინაარსის შემოსაზღვრული არეალი, რომელიც წინაპირობაა
შედეგის მისაღწევად.
პროცესზე ორიენტირებულ კურიკულუმებს ზოგჯერ
სამგანზომილებიან კურიკულუმებს უწოდებენ, განასხვავებენ რა მას ორგანზომილებიანი კურიკულუმისგან.
ამ უკანასკნელში (ორგანზომილებიან კურიკულუმებში) ცალ-ცალკეა ჩამოთვლილი შესასწავლი
ფაქტები და უნარები, სამგანზომილებიან კურიკულუმებში კი შემოტანილია სამიზნე ცნებების
ელემენტი, რომელიც სასწავლო პროცესში ცოდნის, უნარების, ღირებულებების ერთობლივ აღქმას
განაპირობებს. მაგალითად, მესამე თაობის კურიკულუმში შედეგებთან ერთად განსაზღვრულია
სამიზნე ცნებებიც, რომელთა გააზრებაც შედეგების მიღწევის წინაპირობაა. მაგ., ისტორიაში
სულ 6 სამიზნე ცნებაა: წყარო, დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება, ისტორიული მოვლენა,
პროცესი. შედეგებთან ერთად ეს სამიზნე ცნებები ყველა თემაში სავალდებულოდ მუშავდება.
ეს მასწავლებლისთვის უფრო მკაფიოს ხდის, რის გააზრებასთან არის დაკავშირებული შედეგების
მიღწევა.
|
შინაარსზე ორიენტირებული |
მოკლევადიან შედეგებსა და ინდიკატორებზე
ორიენტირებული |
პროცესზე ორიენტირებული |
|
ორიენტირება
ხდება შინაარსზე; შინაარსი მოცემულია საკითხების ჩამონათვალის სახით. |
ორიენტირება
ხდება მოკლევადიან მიზნებზე; მოკლევადიანი მიზნები მოცემულია უნარების ენაზე აღწერილი
შედეგებისა და ინდიკატორების სახით (რიგ შემთხვევებში, სარეკომენდაციო შინაარსთან
ერთადაც) |
ორიენტირება
ხდება გრძელვადიან მიზნებზე და შედეგები განისაზღვრება საფეხურის/ მთლიანად სასწავლო
კურსის დონეზე. შუალედური
მიზნები, შესაბამის შინაარსთან ერთად, განისაზღვრება სკოლისა და მასწავლებლის მიერ
სასწავლო პროცესში გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად. |
|
საბოლოო მიზნის
მიღწევის გზად მიჩნეულია მიზნობრივ ორიენტირებთან გაიგივებული საგნობრივი საკითხების
ერთი მეორის მიყოლებით ამოწურვა. |
საბოლოო მიღწევის
გზად მიჩნეულია მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებზე იზოლირებულად მუშაობა კლასების/
სემესტრების/ ტრიმესტრების მიხედვით. |
მიზნები მუშავდება
ე.წ. სამგანზომილებიანი კურიკულუმით, სადაც ცნებების საშუალებით გამთლიანებულ მიზნობრივ
ორიენტირად არის წარმოდგენილი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. საბოლოოდ მიზნის
მიღწევის გზად მიჩნეულია გრძელვადიან მიზნებზე მუშაობა ცვალებად შინაარსებზე დაყრდნობით. |
|
პროგრამები
ცენტრალიზებულია |
მოჩვენებითი
თავისუფლების მიუხედავად, პროგრამები ცენტრალიზებულია. მასწავლებელს შემოქმედებითი
თავისუფლება რჩება მხოლოდ მოკლევადიან მიზნებთან შინაარსის მისადაგების საკითხში. |
პროგრამებს
ავითარებს სკოლა და მასწავლებელი; ისინი გრძელვდიანი მიზნების შესაბამისად აყალიბებენ
შუალედურ მიზნებსაც და მასზე მუშაობისთვის საჭირო შინაარსებსაც. |
პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ სამიზნე ცნებები საფეხურის
დონეზე შემოსაზღვრულია მკვიდრი წარმოდგენებით. მასწავლებლებისთვის შეთავაზებულია კურიკულუმის
სპეციფიკური დიზაინი, სადაც გრძელვადიანი მიზნები უკვე ჩამოყალიბებულია. ქვემოთ ახსნილია,
თუ როგორ ეხმარება ეს დიზაინი მასწავლებელს პროცესზე ორიენტირებაში და ორიგინალური
პროგრამების განვითარებაში.
ამ თემის დამუშავება ხანგრძლივი დროის განმავლობაში
ხდება. სავალდებულო სახით მისი გამოყოფის მიზანია ის, რომ გაჩნდეს ველი, სადაც ყველა სამიზნე ცნება
დამუშავდება. ამ საკითხებზე დაყრდნობით ხდება სამიზნე ცნების დამუშავება.
მაგ. როდესაც საკითხად გამოტანილია - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა (სამიზნე ცნება
- „წყარო“, ქვეცნება - „მატიანე“) - ეს ნიშნავს, რომ თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა ერთ-ერთია იმ მრავალ საკითხთა შორის,
რომელიც შუასაუკუნეების ფარგლებში მუშავდება და ის გამოყენებულია სამიზნე ცნება „წყაროს“ გასააზრებლად.
ქვეცნება „მატიანე“ კი წარმოაჩენს
რას გულისხმობს ეს სამიზნე ცნება თემის ფარგლებში.
|
თემა - საქართველო შუასაუკუნეებში
საათების სავარაუდო რაოდენობა - |
||||||
|
საკითხები და ქვეცნებები: 1. 2. 3. თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა
(სამიზნე ცნება - „წყარო“, ქვეცნება - „მატიანე“) განზოგადებები, რომლებამდეც მოსწავლე
თემის ფარგლებში უნდა მივიდეს. ის წარმოადგენს თემატური კონტექსტისა და სამიზნე
ცნების ერთგვარ სინთეზს. და სხვა |
||||||
|
თემატური მკვიდრი წარმოდგენები ·
შუასაუკუნეებში
მემატიანეები სამეფო კარი პოზიციას გამოხატავდნენ ·
შუასაუკუნეების
დამახასიათებელი იყო კონფლიქტი სამეფო ხელისუფლებასა და წარჩინებულებს შორის ·
მათზე მოსწავლე უნდა დაფიქრდეს თემატური ერთეულის სწავლა-სწავლების
პროცესში. ამ შეკითხვების საშუალებით თემატური კონტექსტი სამიზნე ცნებას უკავშირდება. თემატური საკვანძო შეკითხვები ·
საიდან
გვაქვს ინფორმაცია შუასაუკუნეების შესახებ? რამდენად სანდოა ეს წყაროები? ·
და სხვა |
||||||
|
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
(გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) პირველ
ვერტიკალურ სვეტში მოცემულია სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი
წარმოდგენები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნის
სტატუსი აქვს მინიჭებული. გრძელვადიან მიზანს ასევე წარმოადგენს საფეხურის ბოლოს
მისაღწევი შედეგები. სწორედ ამიტომ სამიზნე ცნებას ახლავს წითელი ფერით გამოყოფილი
შედეგების ინდექსი. მაგ. სამიზნე ცნება „წყაროს“ ქვეშ მითითებული ნომრები -
1,2,5,6 - მიანიშნებს, თუ ეროვნული სასწავლო გეგმის რომელი შედეგების დამუშავებას
გულისხმობს ცნება „წყაროზე“ მუშაობა. |
ქვეცნებები ქვეცნება წარმოადგენს
სამიზნე ცნების დაკონკრეტებას თემასთან/საკითხთან მიმართებით |
საკვანძო
შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება, რომელიც წარმოადგენს შუალედურ სასწავლო მიზანს. დავალების პირობაში
მკაფიოდ ჩანს რა პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ (თამარ მეფისადმი ოპოზიციურად განწყობილი მატიანე) იმის დასადასტურებლად,
რომ საკითხი (თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა)
და მასთან ერთად სამიზნე ცნების (წყარო)
მკვიდრი წარმოდგენები გაითავისა. თითოეულ სამიზნე ცნებას ახლავს შეფასების კრიტერიუმები
ქუდის ქვეშ: ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას
წარმოაჩინეთ. თითოეული კრიტერიუმს ფრჩხილებში მიწერილი აქვს, თუ რომელ მკვიდრ
წარმოდგენას მიემართება. |
|||
|
საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა. ქვესაკითხები: · ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა; · უგვაროთა აღზევება; · დემნა ბატონიშვილის აჯანყება; · გიორგი მესამის მმართველობა. |
რამდენად სანდოა „ქართლის ცხოვრების“
ცნობები თამარ მეფის შესახებ? |
|||||
|
წყარო შედეგები: საბაზო საფეხური: 1, 2, 5, 6 მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: 1) ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები
წყაროებიდან იღებენ; 2) წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები
სხვადასხვა ტიპის წყაროებს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები)
ეყრდნობიან; 3) ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის.
4) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია
არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია. |
კომპლექსური
დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი
I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა · რა არის და რატომ იქმნება მატიანე? · გაიხსენეთ შემთხვევა (საკუთარი ცხოვრებიდან,
დღეს მიმდინარე პროცესებიდან, ისტორიიდან), როდესაც ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა
მხარის მიერ განსხვავებულად იქნა აღწერილი და შეფასებული. · რა ფაქტორები განაპირობებს ზოგადად ადამიანების
ტენდენციურობას? ეტაპი
II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა რესურსი 1 - პარაგრაფი სახელმძღვანელოდან გიორგი მესამისა და თამარ მეფის შესახებ; · ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თამარის მოწინააღმდეგეები? · რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი უკმაყოფილების
მიზეზი? · თქვენი აზრით, როგორ მოახდენდნენ თავიანთი
უკმაყოფილების არგუმენტირებას? რესურსი 2 - „ქართლის ცხოვრების“ ადაპტირებული ტექსტი ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლასთან
დაკავშირებით. · როგორ ფიქრობთ, ვინ არის „ქართლის ცხოვრებიდან“ თამარის მეფობის შესახებ მონაკვეთის ავტორი? არის
თუ არა ის ტენდენციური? რა ფაქტორები განაპირობებს მის ტენდენციურობას? · თქვენ რომ იყოთ ისტორიკოსი, რომელიც
თამარის მოწინააღმდეგეების პოზიციას გამოხატავს, რა ნიუანსებში არ დაეთანხმებოდით
მას? ეს სვეტი წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე
- რას ვაკეთებ მე, როგორც მასწავლებელი.
იმისათვის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულონ. აქ გამოიყოფა
ორი ეტაპი: I ეტაპზე - მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების
პირობის გაცნობა - იწერება აქტივობები, რომლებიც მასწავლებელმა განახორციელა
იმისათვის, რათა მოსწავლეებს გაეგოთ, რა ევალებათ კომპლექსური დავალების ფარგლებში
(თუკი ეს მოსწავლეს მკაფიოდ არ აქვს გაგებული, მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში
ვერ იქნება სათანადო); II ეტაპზე - კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობა - იწერება შეკითხვები რომლებსაც მასწავლებელი სასწავლო პროცესში
იყენებს კომპლექსური დავალების შესრულებაში მოსწავლეების დასახმარებლად. · |
გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები
თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები
მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ
და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ
არსლანის დასის გამოსვლას თამარ
მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.
ნაშრომში ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: 5.
საიდან
გვაქვს ინფორმაცია თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? (მკვ.1) 6.
რა
ტიპის ინფორმაციას გვაძლევს თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა ტიპის წყაროები
(მაგ.: „ქართლის ცხოვრება“, ლიტერატურული თხზულებები, ნუმიზმატიკური მონაცემები,
ფრესკები)? (მკვ.2) 7.
რამდენად
სანდოა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაცია ყუთლუ-არსლანის დასის
გამოსვლასთან დაკავშირებით? (მკვ.3) 8.
თამარის
საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომელ
საკითხებზე შეიძლება გაჩნდეს თამარის კარის ისტორიკოსისგან განსხვავებული
მოსაზრება/შეფასება? (მკვ.4) |
||||
მაშასადამე, ზემოთ შემოთავაზებული ცხრილი მასწავლებელს
სთავაზობს ჩარჩოს, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა-გააზრებაში ეხმარება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, განათლების რეფორმის ერთ-ერთი
მთავარი მიზანი არის შინაარსზე და მოკლევადიან მიზნებზე ორიენტირებული პროგრამები ჩანაცვლდეს
გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული კურიკულუმებით, რომელიც მოსწავლის პიროვნული განვითარებისკენ
მიმართავს სასწავლო პროცესს და არ დაამძიმებს მას ბიუროკრატიული ელემენტებით (ვგულისხმობთ
მაგ. თემატურ-კალენდარულ გეგმებს, რომლებსაც უმეტესად საჩვენებელი ფუნქცია აქვს).
სკოლის საორგანიზაციო კულტურა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების განსახორციელებლად
დემოკრატიულ პრინციპებზე ორიენტირებული პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაა საჭირო,
სადაც პროცესები ორიენტირებული იქნება:
·
სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგან და არა გარეგან მოტივაციაზე;
·
ფორმალისტური ადმინისტრაციული ვალდებულებების შემცირებაზე;
·
ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე და არა მკაცრ, ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ მიდგომებზე;
·
მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე;
·
ურთიერთდახმარებაზე და არა მასწავლებლებს შორის კონკურენციაზე;
·
დეცენტრალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას და არა ცენტრალიზაციაზე.
ამ ტიპის სასკოლო კულტურის არსის უკეთ გასაგებად,
ის უნდა შევადაროთ სხვა ტიპის სასკოლო საზოგადოებას. ამ თვალსაზრისით აქტუალური დილემების
გამოსაკვეთად თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იყენებენ ტერმინებს; „ფორდიზმი“,
„ნეოფორდიზმი“ და „პოსტფორდიზმი“. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეცნიერი არ ეთანხმება
ამ ტერმინების ფართო გამოყენებას, მთლიანობაში ისინი კარგად წარმოაჩენენ განვითარების
იმ ვექტორებს, რომლებიც კარგ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს,
როგორც ორგანიზაციებს.
ა) სამეცნიერო
ტერმინთან - ფორდიზმი იგივდება სკოლის
ტრადიციული მოდელი, სადაც უაღრესად დაბალ დონეზეა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ინოვაციურობა,
მრავალფეროვნება პროცესებში და პერსონალის პასუხისმგებლობა. მასობრივი განათლება მიღწეულია,
თუმცა არ არის წახალისებული ინოვაციები (მაგ., პროგრამების განვითარება), ვხვდებით
ერთფეროვან უნიფიცირებულ პროცესებს, უშუალო აღმასრულებლები (მასწავლებლები) კი მცირედ
პასუხისმგებლობას იღებენ საერთო საქმესთან მიმართებით. ამ ყველაფრის თანმდევია ადმინისტრაციის
როლის ზრდა, სამუშაოს მკვეთრი დანაწილება და ყოველდღიური ადმინისტრაციული და შინაარსობრივი
ამოცანების დანაწევრებულობა.
|
ორიენტირება
სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგან და არა გარეგან მოტივაციაზე |
სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგანი მოტივაცია დაბალია. მათ არ ეძლევათ
შემოქმედებითი თავისუფლება. |
|
ორიენტირება
ფორმალისტური ადმინისტრაციული ვალდებულებების შემცირებაზე |
სასწავლო პროცესი დამძიმებულია ადმინისტრაციული ვალდებულებებით. |
|
ორიენტირება
ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე და არა მკაცრ, ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ მიდგომებზე |
სკოლის „ფარული კურიკულუმი“ ეფუძნება ტოტალიტარულ იმპულსებს. მასწავლებლებს
ფორმალურად აქვთ კუთვნილების განცდა საგანმანთლებლო პროცესის მიმართ. გამომდინარე
აქედან, არ იჩენენ ინიციატივას. |
|
ორიენტირება
მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე |
პროცესების ადმინისტრირება ასოცირდება დასჯასა და წახალისებაზე. მასწავლებლებს
მკაცრად აქვთ გაწერილი ვალდებულებები, რომელთა დარღვევაც სასჯელებთანაა ასოცირებული. |
|
ორიენტირება
ურთიერთდახმარებაზე და არა მასწავლებლებს შორის კონკურენციაზე |
მასწავლებლებს არ აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობის საჭიროება. სიტუაცია
არ მოითხოვს მათგან პროგრამების განვითარებას. დასჯა-წახალისების ბერკეტები კი განაპირობებს
მათ შორის კონკურენციას. |
|
ორიენტირება
დეცენტრალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას და არა ცენტრალიზაციაზე. |
მასწავლებლები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გადაწყვეტილების
აღსრულების პროცესი კი დანაწევრებულია, ამოცანები - ფრაგმენტიზირებული, რაც განაპირობებს
აღმასრულებლების დაბალ პასუხისმგებლობას. |
ბ) ფორდიზმისგან
განსხვავებით ნეოფორდისტული მიდგომები
აქცენტს აკეთებს ინოვაციურობასა და პროცესების მრავალფეროვნებაზე. თუმცა, საკმარისი
ყურადღება არ ექცევა უშუალოდ აღმასრულებლებს. დევიდ პერკინსისეული ტერმინებით რომ აღვწეროთ,
არავინ ზრუნავს „პერსონა“ სოლოს გადაქცევაზე „პერსონა პლუსად“. მოთხოვნები იზრდება
სწავლა-სწავლების ხარისხის მიმართ, მაგრამ ამას არ მოსდევს მასწავლებლების შესაბამისი
მხარდაჭერა. ამის გამო მიიჩნევა, რომ ნეოფორდისტული მიდგომები დამანგრევლად მოქმედებს
სასკოლო საზოგადოებაზე. სწორედ ამ მიზეზით, პოსტფორდისტებისთვის ნეოფორდიზმი არანაკლებ
მიუღებელია, ვიდრე ფორდიზმი[4].
|
ორიენტირება
სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგან და არა გარეგან მოტივაციაზე |
სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგანი მოტივაცია დაბალია. დიდი დრო იხარჯება
მათთვის შემოქმედებითი თავისუფლებისა და ინოვაციურობის მნიშვნელობის ახსნაზე, თუმცა
პროფესიული განვითარების თვალსაზრისით არ ხდება მათი შესაბამისი მხარდაჭერა. მოტივაციის შემქმნელი ორი ფაქტორიდან (ეს მნიშვნელოვანია და მე ეს გამომდის),
აქცენტი კეთდება მხოლოდ პირველ ფაქტორზე. |
|
ორიენტირება
ფორმალისტური ადმინისტრაციული ვალდებულებების შემცირებაზე |
აქცენტი ინოვაციურობასა და მრავალფეროვნებაზე კიდევ უფრო მრავალრიცხოვან
ფორმალურ ვალდებულებებს წარმოშობს. ამის გამო, სასწავლო პროცესი კვლავაც დამძიმებულია
ფორმალისტური ვალდებულებებით. |
|
ორიენტირება
ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე და არა მკაცრ, ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ მიდგომებზე |
ინოვაციურობისა და პროცესების მრავალფეროვნების გამო სკოლას აქვს მეზობელი
სკოლისგან განსხვავებული ჰაბიტუსი. ეს, ბუნებრივია, აძლიერებს მიკუთვნებულობის განცდას
და ახალისებს განხილვების პროცესში სასკოლო საზოგადოების მონაწილეობას. თუმცა, საკვანძო
საკითხებთან მიმართებით (პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიული დაგეგმვა) გადაწყვეტილებები
კვლავ ვიწრო წრეში მიიღება. |
|
ორიენტირება
მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე |
მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი ინოვაციურობასა და მრავალფეროვნებაზე თანამშრომლობას
მოითხოვს, დღის წესრიგიდან არ ქრება არც დასჯა-წახალისების ელემენტი, გამომდინარე
იქედან, რომ სხვაგვარად ძალიან ძნელია დაბალკვალიფიციური კადრების ორიენტირება მაღალ
სტანდარტებზე. |
|
ორიენტირება
ურთიერთდახმარებაზე და არა მასწავლებლებს შორის კონკურენციაზე |
სასკოლო ცხოვრების დღის წესრიგში დგას სასკოლო პროგრამების განვითარება,
ინოვაციური მეთოდების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. მაგრამ შენარჩუნებული დასჯა-წახალისების
ბერკეტების გამო კონკურენციის ელემენტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. |
|
ორიენტირება
დეცენტრალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას და არა ცენტრალიზაციაზე. |
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დანაწევრებულია, ამოცანები - ფრაგმენტიზირებული,
რაც განაპირობებს აღმასრულებლების დაბალ პასუხისმგებლობას. ინოვაციურობა ხშირად ასოცირდება
ახალი ტიპის სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბებასთან, რაც იმაზე მეტად აღრმავებს
ფრაგმენტიზირების პროცესს, ვიდრე ეს ფორდისტული მიდგომების პირობებში ხდებოდა. |
გ) პოსტფორდისტული მიდგომების გამოყენებისას ინოვაციურობასა და მრავალფეროვან პროცესებთან ერთად ყურადღება მახვილდება
ჰუმანური კაპიტალის განვითარებაზე. ამ შემთხვევაში ცვლილებების ტემპი მაღალი არ არის,
მაგრამ სკოლის განვითარება უფრო მეტად მდგრადია და უფრო მეტადაა კონცენტრირებული განათლების
რეფორმის მთავარ მიზნებზე.
ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა სასკოლო კლიმატის გარდაქმნა,
სკოლის გადაქცევა ერთიან გუნდად, ანუ ისეთ ორგანიზაციად, რომელიც საკუთარ საჭიროებებსა
და შესაძლებლობებს იკვლევს დასახულ მიზნებთან მიმართებით; ავტონომიურად, ლოკალურ დონეზე
ახორციელებს რეფორმას.
საამისოდ სკოლები ჩართულები არიან ისეთ პროცესებში,
როგორებიცაა: თვითშეფასების სისტემის განვითარება, ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
თუმცა ამ პროცესებზე მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება არა ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან,
არამედ ისეთ ამოცანებთან, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას გააერთიანებს და მთლიანობითად
დაანახებს მის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობებს. სასკოლო კურიკულუმის განვითარება
ერთ-ერთ ასეთ ამოცანად შეგვიძლია განვიხილოთ.
განათლების რეფორმის პოსტფორდისტულ მიდგომებზე
დაფუძნების შემთხვევაში სასკოლო კურიკულუმის განვითარების ხარისხის ტემპები შეიძლება
არ იყოს მაღალი, თუმცა, მასზე მუშაობის პროცესი ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
|
ორიენტირება სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგან და არა გარეგან მოტივაციაზე |
მთავარი აქცენტი შინაგან მოტივაციაზე კეთდება, აქ
პრაქტიკულად იზოლირებულია გარედან ზეწოლის ისეთი ბერკეტებიც კი, როგორებიცაა: ვადები,
მოკლევადიანი შედეგები და სხვა, და მთელი აქცენტი გადატანილია დანერგვის ინსტრუმენტებზე.
ეს ინსტრუმენტები მასწავლებლებს დაანახებს, რომ მათ შეუძლიათ დასახული ამოცანების
შესრულება და დაანახებს ამ ამოცანების მნიშვნელობას მთლიანობითი საქმისთვის. შინაგან
მოტივაციას სწორედ ამ ორი ფაქტორის თანხვედრა იწვევს. |
|
ორიენტირება ფორმალისტური ადმინისტრაციული ვალდებულებების შემცირებაზე |
ორიენტირებულობა პროცესებზე და არა მოკლევადიან შედეგებზე
- სასკოლო საზოგადოების ცხოვრების დღის წესრიგში შემოდის ისეთი საკითხები, რომლებიც
მოსწავლის სწავლასა და განვითარებას უკავშირდება. შეთავაზებული ინსტრუმენტებიც (მაგ.,
კომპლექსური დავალების შექმნასთან, თემატური მატრიცის შექმნასთან, განმავითარებელ
შეფასებასთან და ა.შ. დაკავშირებით) ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ შექმნას დიალოგის
პლატფორმა ამ საკითხებზე სასაუბროდ. პროდუქტების შექმნა და განვითარება (მაგ. სასკოლო
კურიკულუმის განვითარება) კი მხოლოდ სკოლის ინდივიდუალურ მოცემულობაზე დამოკიდებული. |
|
ორიენტირება ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე და არა მკაცრ, ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ
მიდგომებზე |
საგანმანათლებლო რეფორმის პასუხისმგებლობის მაქსიმალურად
გადანაწილება სასკოლო თემის წევრებზე (და არა კონცენტრირება რამდენიმე მასწავლებლის
ხელში) - არ ხდება ფუნქცია-მოვალეობების ხელოვნური ფრაგმენტაცია და ინსტიტუციონალიზაცია.
გარდა ამისა, ორგანიზება ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მასწავლებლების
ფართე ჩართულობის. რეალურად ამ ორი ფაქტორის იზოლაცია (გადაწყვეტილების მიღება და
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება) წარმოადგენს დემოკრატიული სკოლის ჩამოყალიბების
წინაპირობას. |
|
ორიენტირება მხარდაჭერაზე და არა დასჯა-წახალისებაზე |
სკოლაში არ მოქმედებს დასჯა-წახალისების ბერკეტები.
მასწავლებლები არც სასჯელს მოელიან შეუსრულებელი აქტივობების გამო და არც რაიმე ჯილდოს
- კარგად განხორცილებული ამოცანებისთვის. პროცესებში ჩართულობისთვის მთავარი ფაქტორია
ის, რომ ამოცანები მიცემულია მთლიანად სკოლაზე და ამ ამოცანებისგან თავის არიდება
სასკოლო თემის საერთო საქმისგან თავის არიდებას ნიშნავს. |
|
ორიენტირება ურთიერთდახმარებაზე და არა მასწავლებლებს შორის კონკურენციაზე |
გარე ორგანიზაციები სკოლას ელაპარაკება, როგორც ერთიან
გუნდს და არა ცალკეულ მასწავლებლებს სკოლაში; იქმნება პროდუქტები, რომლებიც ერთობლივი
მუშაობის შედეგს წარმოდგენს. მაგ. სასკოლო
კურიკულუმი არის ერთიანი პროდუქტი, რომელზეც შესაბამისი საგნის ყველა მასწავლებელი
მუშაობს, სასკოლო პროექტი კი სასკოლო თემის მაქსიმალური ჩართულობით ხორციელდება. |
|
ორიენტირება დეცენტრალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას და არა ცენტრალიზაციაზე. |
სკოლა დეცენტრალიზაციის იდეას ეფუძნება. მთავარი იდეა ისაა, რომ სკოლა შეიკრას
ერთიან გუნდად და დამოუკიდებლად იზრუნოს ლოკალურ დონეზე განათლების რეფორმის განსახორციელებლად
- ორიგინალური სასკოლო კურიკულუმის შესაქმნელად და საკუთარი სკოლის პლატფორმაზე მორგებული
თვითშეფასების და ხარისხის მართვის სისტემების ჩამოსაყალიბებლად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ მოხდეს
ფორმალურ-ფუნქციური დანაწილება. მაგალითად, ზოგიერთს ევალება კვლევის ჩატარება, ზოგიერთს
- საერთაშორისო ლიტერატურის გაცნობა და სხვა. ყველა მასწავლებელი ერთნაირად მონაწილეობს
ერთიან პროცესებში. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე პროცესებში არ ხდება
ლიდერების გამოკვეთა. სკოლაში ჩნდებიან სიტუაციური ლიდერები, რომლებიც უძღვებიან
იმ პროცესებს, რომელთა ჩარჩოსაც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი ქმნის.
თუმცა მათი ლიდერობა დაკავშირებულია არა სტატუსთან, გარეგან სტიმულებთან, არამედ
კოლეგების დახმარებასა და მხარდაჭერასთან. სწორედ ეს ორი ფაქტორია ის, რაც მათ ლიდერობას
განაპირობებს. |
|
სკოლი მისია და მიზნები |
|
|
·
მაკროცნებები ·
პრიორიტეტული თემები |
|
|
საკვანძო ცნებები |
საკვანძო
შეკითხვები |
|
·
მაკროცნებები ·
პრიორიტეტული თემები |
·
რა როლი აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოზარდის ცხოვრებაში? ·
როგორ შეიძლება კურიკულუმში გამოიყოს ჩვენი სკოლისთვის სპეციფიკური მიზნები? |
სკოლის მისია
და მიზნები
კურიკულუმი მიზანზე ორიენტირებულ პროგრამას
წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, სასკოლო კურიკულუმის განვითარების მკაფიოდ უნდა იყოს
განსაზღვრული სკოლის მისია და მიზნები. ეს მიზნები ჩამოყალიბებულია ეროვნულ სასწავლო
გეგმასა და მისი დანერგვის პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“.
ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც თავის მხრივ
ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ევროკავშირის სტანდარტებს, განსაზღვრავს
სკოლის მისია და მიზნებს საფეხურების მიხედვით. „ახალი სკოლის მოდელში“ კი ეს მიზნები
ჩამოყალიბებულია პედაგოგიკური ინსტრუმენტის - მაკროცნებების - სახით. მაკროცნებები
არის ზოგადი ცნებები, რომელთა დაუფლებაც უტოლდება ზოგადი კომპეტენციების განვითარებას.
მათი არსის უკეთ გასაგებად, მაკროცნებები შევადაროთ მიკრო-ცნებებს, ანუ საგნობრივი
სტანდარტების სამიზნე ცნებებს.
ცხრილი
1.
|
მიკროცნება |
მაკროცნება |
|
წარმოადგენს
გრძელვადიან მიზანს საგნობრივი მიმართულების მასშტაბით |
წარმოადგენს
გრძელვადიან მიზანს მთლიანად ეროვნული სასწავლო გეგმის მასშტაბით |
|
დაკავშირებულია
რომელიმე საგნობრივ მიმართულებასთან |
ზესაგნობრივია |
|
აქცენტირებულად
მუშავდება რომელიმე ერთი საგნის / საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში |
შეიძლება დამუშავდეს
ნებისმიერ საგნის / საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში |
|
შეიძლება დამუშავდეს
დამოუკიდებლად |
მუშავდება
აუცილებლად რომელიმე საგნობრივ ცნებასთან ერთად |
|
ფუნქციურად
უთანაბრდება საგნობრივ სასწავლო შედეგს |
ფუნქციურად
უთანაბრდება ეროვნული სასწავლო გეგმის მისიასა და მიზნებს. |
როგორც ცხრილი 1 - დან ჩანს, მიკრო და მაკრო ცნებებს
შორის იერარქიული კავშირი არსებობს, თუმცა, სწავლა-სწავლების პროცესში ისინი არ განიხილება
ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მიზნობრივ ორიენტირად. რეალურ სასწავლო ვითარებაში პირველი
(მიკრო ცნებები) მეორეს (მაკროცნებები) მიღწევის საშუალებასა და წინაპირობას წარმოადგენს.
საქმე ისაა, რომ საგნობრივი (მიკრო) სამიზნე ცნებების ფლობის დონის შესამოწმებლად სოლო
ტაქსონომიაზე დაფუძნებული შეფასების რუბრიკა გამოიყენება.
|
საგნობრივი მიმართულება: სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი
წარმოდგენები: საგნობრივი საკითხი: კომპლექსური დავალების პირობა: |
|
|
სოლო ტაქსონომიის დონე |
შეფასების კრიტერიუმი მოსწავლემ: |
|
აბსტრაქტული დონე მოსწავლეს სიღრმისეულად
აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონტექსტუალიზების საშუალებას აძლევს.
უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას. |
|
|
მიმართებითი დონე მოსწავლეს ესმის განსახილველი
საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ
ერთეულებს შორის. |
|
|
მულტისტრუქტურული დონე მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი,
უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. |
|
|
უნისტრუქტურული დონე მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. |
|
|
პრე-სტრუქტურული დონე მოსწავლეს საკითხთან
დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.
|
|
თუკი ტაქსონომიის მეორე, მესამე და მეოთხე საგნობრივი
მიმართულების ფარგლებში მოიაზრებს ტრანსფერს, მეხუთე (აბსტრაქტულ დონეზე) მოსწავლე
ახდენს შესწავლილი მასალის დეკონტექსტუალიზებასა და საკუთარ პირად გამოცდილებასთან
დაკავშირებას. რეალურ პედაგოგიკაში სწორედ
ამ (ანუ მეხუთე დონის) ტრანსფერის განხორციელებაა იმის ინდიკატორი, რომ მოსწავლე მაკრო
ცნებებს / ზოგად კომპეტენციებს დაეუფლა. მულტისტრუქტურული და მიმართებითი (მესამე და
მეოთხე) დონე კი იგივე მიმართულებით პროგრესის დასანახად შეიძლება გამოდგეს.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ მისაღწევად 2018 – 2023 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოყალიბებულია
სწავლა-სწავლების მისია და მიზნები. ეროვნული სასწალო გეგმის დანერგვის
ინსტრუმენტებში კი ეს მიზნები გარდაქმნილია მაკროცნებებად /ანუ პედაგოგიკური ბუნების მქონე გრძელვადიან
მიზნობრივ ორიენტირებად. აქ მაკროცნებები დაჯგუფებულია ევროსაბჭოს მიერ 2018 წელს
შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით (key competences for lifelong learning), სადაც 8 კომპეტენცია გამოიყოფა:
1.
Literacy competence
2.
Multilingual competence
3.
Mathematical competence
and competence in science, technology and engineering
4.
Digital competence
5.
Personal, social and
learning to learn competence
6.
Citizenship competence
7.
Entrepreneurship
competence
8.
Cultural awareness and
expression competence
ქვემოთ მოცემულია ცხრილი სადაც ჩამოთვლილია ამ მიმართულებებთან
დაკავშირებული მაკროცნებები და ამ ცნებებთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები. აქვეა
მოცემული შეფასების კრიტერიუმები თითოეულ ცნებასთან
მიმართებით მოსწავლის წინსვლის შესამოწმებლად.
როგორ უნდა გამოიყენოს
პრაქტიკაში მასწავლებელმა მაკრო ცნებებთან დაკავშირებული შეფასების კრიტერიუმები?
- ეროვნული სასწავლო
გეგმის დანერგვის პროცესში შუალედური სასწავლო მიზნის როლს კომპლექსური დავალება ასრულებს.
კომპლექსური დავალების პირობაში, როგორც წესი, ჩაშენებულია შეფასების კრიტერიუმები,
რომლებიც რომელიმე სამიზნე ცნების (ანუ მიკროცნების) მკვიდრ წარმოდგენებთანაა დაკავშირებული.
მასწავლებელმა, ქვემოთ მოცემული სიიდან უნდა შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი
და ის უნდა გამოიყენოს კომპლექსური დავალების საშუალებით მაკროცნების / რომელიმე ზოგადი
კომპეტენციების მიმართულებით მოსწავლის პროგრესის აღსაწერად / შესამოწმებლად / განმავითარებელი
შეფასების კომენტარის ჩამოსაყალიბებლად.
თეორიულად, შესაძლოა ნებისმიერი მაკროცნება ნებისმიერი
საგნის სამიზნე ცნების საშუალებით გააქტიურდეს, თუმცა, ეს არაპრაქტიკულია. რეალურ ვითარებაში
სკოლა იღებს გადაწყვეტილებას რომელი საგანი, რომელ საფეხურზე, რომელ მაკროცნებაზე/ზოგადი
კომპეტენციაზე მუშაობისთვის გამოიყენოს.
მაკროცნებებთან დაკავშირებული
კრიტერიუმები ეს არის აბსტრაქტულ დონეზე გამავალი კრიტერიუმები, რომელიც შეიძლება მოდიფიცირდეს
ნებისმიერ კომპლექსურ დავალებასთან დავალებით.
1. წიგნიერება
|
მაკროცნებები და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: |
|
გაგება (ტექსტის) ·
სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და ფორმატის ტექსტების გაგება მეხმარება საკუთარი თავის, სხვა ადამიანების, სამყაროს
უკეთ გაგებასა და მასში საკუთარი ადგილის მოძიებაში;
|
·
გამოყენებული საგნობრივი
ცნებების ცოდნა, წიგნური მეტყველების მახასიათებლები (მაგ., სპეციფიკური ლექსიკა,
შესიტყვებები, ინფორმაციის ორგანიზების
ფორმები); ·
რა ხერხები გამოიყენეთ
კომპლექსური დავალების შესრულებისთვის საჭირო ტექსტის გაგების პროცესში |
|
ინტერპრეტირება ·
ტექსტში მოცემული მინიშნებების/ინფორმაციის
და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირებით
შესაძლებელია: Ø ტექსტის მნიშვნელობის ახსნა; Ø ახალი იდეების
შემუშავება; Ø ტექსტის ახალი
კუთხით, განსხვავებული ფორმით წარდგენა. ·
ინტერპრეტაციის დროს
საჭიროა სტრატეგიების (მაგ., ვარაუდების გამოთქმა, მინიშნებებზე დაკვირვება, დასკვნების
გამოტანა მინიშნებებზე დაყრდნობით) მიზნობრივად გამოყენება. |
·
რა ცოდნა-გამოცდილებას
ანდა მინიშნებებს დაეყრდენით ტექსტის ინტერპრეტაციისას. |
|
თხრობა (/ნარატივი) ·
თხრობა გულისხმობს
ფაქტების, მოვლენების მწყობრად და ურთიერთდაკავშირებულად გადმოცემას ქრონოლოგიური
თანმიმდევრობის დაცვით; ·
ინფორმაციის, სათქმელის/ნააზრევის
თანმიმდევრულად გადმოსაცემად საჭიროა სტრატეგიების (მაგ., აზრობრივი სქემების გამოყენება,
იდეების გენერირება, იდეების კატეგორიზება) მიზნობრივად გამოყენება. |
·
ქრონოლოგიური და აზრობრივი
შესაბამისობები ფაქტებს, მოვლენებს, შორის. |
|
აღწერა ·
შესწავლის ობიექტის
აღსაწერად საჭიროა მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დადგენა; ·
შესწავლის ობიექტის
აღსაწერისას საჭიროა მისი მახასიათებლების გამოკვეთა ცალკეული კრიტერიუმების საფუძველზე;
·
შესწავლის ობიექტის
აღწერისას მნიშნელოვანია დარგობრივი ენის გამოყენება; ·
წარმატებული აღწერისთვის საჭიროა სტრატეგიების
მიზნობრივად გამოყენება. |
·
აღსაწერი ობიექტის
დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, დაჯგუფებული შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.
|
|
შედარება ·
ობიექტების შესადარებლად საჭიროა შესადარებელი კრიტერიუმების განსაზღვრა;
·
შედარებისას საჭიროა ობიექტებს შორის მსგავსება-განსხვავებების გამოკვეთა
შესადარებელი კრიტერიუმების საფუძველზე;
·
ობიექტების შედარებისას
მნიშვნელოვანია დარგობრივი ენის გამოყენება; ·
წარმატებული შედარებისთვის საჭიროა სტრატეგიების
მიზნობრივად გამოყენება. |
·
შესადარებელი ობიექტების
საერთო და განსხვავებული ნიშან-თვისებები,
დაჯგუფებული საერთო შესადარებელი კრიტერიუმების მიხედვით. |
|
არგუმენტირება ·
არგუმენტირება გულისხმობს საკუთარი პოზიციის გამოხატვას და მის
ახსნას კონკრეტულ მაგალითებზე დამყარებით; ·
არგუმენტირების დროს
მნიშვნელოვანია დარგობრივი ენის გამოყენება; ·
წარმატებული არგუმენტირებისთვის
საჭიროა სტრატეგიების მიზნობრივად გამოყენება. |
·
არგუმენტირებული მოსაზრება,
გამყარებული შესაბამისი მაგალითებით. |
|
კომუნიკაცია ·
კომუნიკაციის
დროს მეტყველებასთან ერთად მნიშვნელობა აქვს საუბრის ტონს, ჟესტიკულაციას, თვალით
კონტაქტსა და სხეულის ენას; ·
ადამიანებთან
კომუნიკაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავებული მოსაზრებების ყურადღებით/აქტიურ
მოსმენას; იმის გარკვევას, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე, რა განზრახვა ამოძრავებს,
რას გულისხმობს, მაგრამ არ გამოთქვამს თანამოსაუბრე; ·
კომუნიკაციისას
მნიშვნელოვანია მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინება. |
·
მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით, ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებების
გამოყენება. |
2. მულტილინგვური კომპეტენცია
(/მულტილინგვიზმი)
3. რაოდენობრივი წიგნიერება
|
მაკროცნება და მასთან დკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე: |
|
ფორმა ·
გარესამყაროში ყველაფერს საკუთარი სტრუქტურა აქვს, რაც განსაზღვრავს მის გარეგნულ ან თვისებრივ ბუნებას. |
·
თქვენს მიერ შესწავლილი
ობიექტის ფორმა და სტრუქტურა. მისი მსგავსება სხვა ანალოგიურ ფორმებთან. |
|
კავშირები ·
გარესამყაროში არსებული ობიექტები და იდეები ერთმანეთთან მჭიდროდ
არიან დაკავშირებული. |
·
როგორ უკავშირდება
თქვენს მიერ შესრულებული დავალების იდეა სხვა იდეებსა და რეალიებს. |
|
ლოგიკა ·
მსჯელობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაკვნების მართებულობასა და თანმიმდევრულობას. |
·
არგუმენტები, რომელთა
საფუძველზეც კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას საბოლოო დასკვნებამდე მიხვედით. |
|
მოდელი/მოდელირება ·
რეალური მოვლენების გამოხატვა გამოსახულებების, განტოლების ან გრაფიკის საშუალებით შეიძლება; |
·
მოდელები (გრაფიკი,
განტოლება, ფორმულა), რომელთა საშუალებითაც შენს მიერ შესწავლილი მოვლენის წარმოჩენა
შეიძლება; |
|
რაოდენობა ( რაოდენობრივი მსჯელობა) ·
რეალური ცხოვრებისეული მოვლენების აღწერა რიცხვითი მახასიათებლებით შეიძლება. |
·
რაოდენობრივი მახასიათებლები,
რომლებითაც ოპერირება მოგიხდათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში. |
|
განზოგადება ·
გარესამყაროში არსებულ
ბევრ ობიექტს/იდეას საერთო მახასიათებლები აქვთ, რაც მათი ურთიერთაკავშირებულად აღწერისა
და შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. |
·
შენს მიერ შესწავლილი
ობიერქტის მსგავსება არსობრივი მახასიათებლების მიხედვით სხვა ობიექტებთამ. |
|
კვლევა ·
ჭეშმარიტების დასადგენად რაიმე მოცემულობის დაწვრილებით, ბოლომდე შესწავლაა საჭირო; ·
კვლევის დაგეგმვა-განხორციელებისას მნიშვნელოვანია: საკვლევი კითხვის დასმა, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, პროცედურების და რესურსების განსაზღვრა, უსაფრთხოების დაცვა, მონაცემის შეგროვება, ორგანიზება, ანალიზი, დასკვნის ჩამოყალიბება, მოდელის შექმნა. |
·
რა აქტივობები განვახორციელე
საკითხის შესწავლისას კვლევის თითოეულ ეტაპზე (მარტივი შეკითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა/მიზნის ფორმულირება, საკვლევი
ობიექტის შესწავლა (ობიექტის პროცესების აღწერა და დახარისხება, კვლევის შედეგების
პრეზენტაციისთვის მომზადება). |
|
კანონზომიერება ·
რიცხვების ან ობიექტების წყობას და მოვლენათა თანმიმდევრობას განსაზღვრული მოწყობის წესი
განსაზღვრავს. |
·
კანონზომიერებები,
რომლებთანაც შეხება მოგიხდა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში. |
|
გაზომვა ·
რაოდენობის, მოცულობის, ან რაიმე განზოგადების
შეფასება შესაბამის ერთეულებში ხდება. |
·
საზომი ერთეულები,
რომელთა გამოყენებაც მოგიხდათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში. |
4. ციფრული წიგნიერება
|
მაკროცნება და მასთან დკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე: |
|
ალგორითმი ·
ჩვენს გარშემო ყოველდღიურად
ვხვდებით პირობითი ნიშნებსა და ალგორითმებს (თანმიმდევრულად განმეორებად ქმედებებს);
ამ ალგორითმის დანახვა მოვლენებისა და პროცესების უკეთ გააზრებაში მეხმარება. |
·
პირობითი ნიშნები
და ალგორითმები, რომლებსაც შეხვდი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში; |
|
ციფრული რესურსები
და ტექნოლოგიები ·
ციფრული ტექნოლოგიები
ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში მეხმარება; მათი გამოყენებით ჩემს წინაშე დასმული
ამოცანების უფრო იოლად შესრულება შემიძლია. |
·
რა ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას;
როგორ დაგეხმარა ეს დასახული მიზნის მიღწევაში. |
|
ციფრული მოქალაქეობა ·
ციფრულ სამყაროში
ისევე მმართებს ეთიკის ნორმების დაცვა და ისევე მეკისრება სოციალური პასუხისმგებლობა,
როგორც ყოფით ცხოვრებაში. |
·
რა ციფრული ტექნოლოგიები
გამოვიყენეთ; რამდენად ზრუნავდით ეთიკის ნორმების დაცვაზე; |
5. პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია
|
მაკროცნება და მასთან დკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე: |
|
თვითრეფლექსია (საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება) ·
ჩემი, ისევე როგორც სხვა ადამიანების მოტივაციაზე, აზროვნებასა და შეხედულებებზე
სხვადასხვა ფაქტორები (მოთხოვნილებები, საჭიროებები, მიზნები და სხვა) ახდენს გავლენას;
·
ადამიანის მოტივაციაზე, აზროვნებასა და შეხედულებებზე მოქმედი ფაქტორების
შესახებ ცოდნა მეხმარება: Ø საკუთარი თავის შეცნობასა
და კრიტიკულ გააზრებაში; Ø საკუთარი ემოციების
მართვაში; Ø კონფლიქტების არაძალოდიბრივი
მეთოდებით მართვაში; Ø სხვადასხვა ვითარებასთან
შეგუებასა და მასთან ადაპტირებაში (მათ შორის განსხვავებული კულტურული კუთვნილების
მქონე პირებთან ურთიეთობისას; Ø სხვა ადამიანების მიმართ
ემპათიის გამოხატვაში; Ø საკუთარი გადაწყვეტილებების,
შეხედულებებისა და არგუმენტების გადასინჯვაში. |
·
რა ფაქტორებმა შეუწყო/შეუშალა
ხელი ჩემი/ჩემი გუნდის წევრების მოტივაციის გაღვივებას კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის
პროცესში. |
|
მსოფლმხედველობა ·
ადამიანებს ერთმანეთისგან განსვავებული ღირებულებები, შეხედულებები და კულტურული იდენტობა აქვთ; ამის გამო ისინი სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და
განიცდიან (გრძნობა, ემოციები) სხვადასხვა
სიტუაციას; ცრურწმენები და სტერეოტიპები ზემოჩამოთვილი ფაქტორების გაუთვალისწინებლობის
გამო იქმნება; ·
სხვა ადამიანების მსგავსად მეც მაქვს ჩემი მსოფლმხედველობა / ღირებულებათა
სისტემა, რომელიც თანდათანობით იცვლება ჩემს პიროვნულ განვითარებასთან ერთად; ·
პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით გავაანალიზო
საკუთარი ქმედება; შევისწავლო როგორ აღიქვამენ ჩემს საქციელს სხვა ადამიანები; ·
ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ
ცოდნა მეხარება: Ø საკუთარი თავის შეცნობასა
და კრიტიკულ გააზრებაში; Ø ცრუწმენებისა და სტერეოტიპების
იდენტიფიცირებაში; Ø განსხვავებული მსოფლმხედველობის
მქონე ადამიანებისა და კულტურებისადმი პატივისცემის გამოხატვაში; Ø სხვა ადამიანების მიმართ
ემპათიის გამოხატვაში. |
·
რით და რატომ შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში. |
|
პატივისცემა ·
ყველა ადამიანი თანასწორია და პატივისცემას იმსახურებს განურჩევლად მსოფლმხედველობისა,
რელიგიისა, სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური შეხედულებებისა; ·
თავაზიანობა, სხვისი აზრის მოსმენა, დროითი ლიმიტის დაცვა ადამიანების მიმართ
პატივისცემის გამოხატვის საშუალებაა. |
·
რით და როგორ გამოხატე პატივისცემა განსხვავებული შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის
მქონე ადამიანების მიმართ. |
|
პასუხისმგებლობა ·
თითოეული ადამიანი
პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებსა და შეცდომებზე; შრომითი და სხვა
სახის ვალდებულებების დროულად შესრულებაზე. |
·
პასუხისმგებლობები, რომლებიც დაგეკისრა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის
პროცესში. |
|
ცხოვრებისეული სიტუაცია
(გაურკვევლობა, ცვლილება, გამოწვევა) ·
გაურკვევლობა, ცვალებადობა და რთული სიტუაციები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია;
მათი რაობისა და წარმოშობის მიზეზების გაანალიზება ვითარების ადეკვატურად აღქმაში
გვეხმარება; ·
სხვა ადამიანების მხრიდან ჩვენი მისამართით დასმული შეკითხვები სიტუაციის უკეთ
გაანალიზებასა და გაურკვევლობის გაფანტვაში გვეხმარება; |
·
გაურკვევლობები და გამოწვევები, რომლებსაც შეხვდით კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობის პროცესში. |
|
ემპათია ·
ადამიანების
ემოციებისა და საჭიროებების უკეთ გაგებისთვის საჭიროა რეალობის მათი თვალით დანახვა; ·
ადამიანები
ერთმანეთისგან განსხვავდებიან (პიროვნული თვისებებით, კულტურული კუთვნილებით), თუმცა,
ყველა მათგანს სჭირდება თანაგრძნობა, დახმარება და უსიამოვნების დროს გვერზე დადგომა; ·
გადაწყვეტილებების
მიღებისას სხვა ფაქტორებთან ერთად ადამიანების გრძნობების მხედველობაში მიღებაა საჭირო; ·
ადამიანები
ზოგჯერ საკუთარ განცდებს მალავენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძიმედ არ განიცდიან
სხვადასხვა გარემოებას. |
·
ვის მიმართ და როგორ გამოხატეთ ემპათია კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის
პროცესში. |
|
სწავლის სწავლა / სწავლის სტრატეგიები (დამოუკიდებლად
სწავლის უნარ-ჩვევები) ·
ეფექტური სწავლისთვის
მნიშვნელოვანია შევიმუშავო ხერხები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვისწავლო; ·
ეფექტური სწავლისთვის
საჭიროა ყურადღება მივაქციო ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: Ø სამიზნე ცოდნის იდენტიფიცირება; Ø სასწავლო რესურსების შერჩევა; Ø ცოდნის გაღრმავება უკვე ნასწავლ საკითხებთან მიმართებით; ·
სასწავლო ამოცანის
განსახორციელებლად მნიშვნელოვანია: Ø ინფორმაციისა და მისი წყაროს და დაზუსტება; Ø სასწავლო რესურსში წინააღმდეგობრიობის, შეუსაბამობისა
და ნორმიდან გადახრის ამოცნობა; Ø საკუთარ არჩევანთან დაკავშირებული რისკების გაანალიზება; Ø სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია ახალი ინფორმაციის
დაზუსტების მიზნით; ·
თვითშეფასება (შესრულებული
დავალების ხარისხის გაანალიზება), საკუთარი ნაშრომის დამოუკიდებელი მონიტორინგი
(ამოცანების განსაზღვრა, პრიორიტეტების დასახვა, ამოცანების შესრულება) მომავალში
სხვა დავალებების უკეთ შესრულებაში მეხმარება. |
·
რა ნაბიჯები გადადგი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში განსახილველი
საკითხის შესასწავლად. |
|
თავდაჯერებულობა ·
საკითხის
ჩაღრმავებულად შესწავლა და კარგად დაგეგმილი ქმედებები საკუთარი თავის რწმენას მანიჭებს; ·
სიტუაციის
ფლობა (პროცესებზე თვალის მიდევნება, დაბრკოლებებთან შეჭიდება) აუცილებელია წინაპირობაა
ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გასამკლავებლად. |
·
რა ფაქტორები განაპირობებდა დავალებაზე მუშაობის პროცესში შენს თვითდაჯერებულობას; წააწყდი თუ არა გარკვეულ პრობლემებს ამ თვალსაზრისით. |
|
თანამშრომლობა ·
სხვა
ადამიანებთა თანამშრომლობა უფრო ეფექტურს ხდის სამუშაო პროცესს და გვეხმარება დასახული
მიზნების უკეთ მიღწევაში; ·
განსხვავებული
მოსაზრებების არსებობა უფრო სიღრმისეულს და მრავალწახნაგოვანს ხდის ჯგუფური მუშაობის
პროცესს; ·
ჯგუფური
მუშაობისას კონსენსუსის მიღწევაში საერთო მიზანზე/მიზნებზე ორიენტირება გვეხმარება; ·
ჯგუფის
წევრებს შორის ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა გაუგებრობების არიდების წინაპირობაა; ·
ჯგუფის
წევრებს შორის პოზიტიური დამოკიდებულება ჯგუფის/გუნდის ეფექტური მუშაობის აუცილებელი
წინაპირობაა; ·
ჯგუფის
ყველა წევრს საკუთარი მოვალეობა აქვს; ჯგუფური მუშაობისას სხვადასხვა სიტუაციაში
სხვადასხვა ადამიანები ირგებელ ლიდერის როლს; ·
ჯგუფური
მუშაობისას ენთუზიაზმის შენარჩუნება და პროცესებში ჩართულობა საჭიროა მაშინაც, თუკი
ჩვენი ხედვა თანაგუნდელების ხედვისგან განსხვავდება. |
·
რით დაგერმარე ჯგუფური/გუნდური მუშაობა დავალებაზე მუშაობის პროცესში; ·
რა დაბრკოლებებს წააწყდით ჯგუფური მუშაობის პროცესში და რატომ; |
6.
სამოქალაქო კომპეტენცია
|
მაკროცნება და მასთან დკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე: |
|
ადამიანის ღირსებები, უფლებები და თავისუფლებები ·
ადამიანებს (ბავშვებსაც)
აქვთ პირადი და ადამიანური ღირსებები, უფლებები და თავისუფლებები, რომელთა შელახვა
არც ერთი მიზეზით არ შეიძლება; ·
ყველა კანონი მოწოდებულია
უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. |
·
ადამიანის უფლებების, ღირსებებისა და თავისუფლებების დაცვის/დარღვევის რომელ
ფაქტებს შეხვდით კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში.
|
|
მოქალაქეობრივი აზროვნება ·
მოქალაქეობრივი აზროვნება
გულისხმობს: Ø სამართლიანობის, ყველა მოქალაქის კანონის წინაშე
თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალეობის აღიარებას; Ø მზადყოფნას არ დარჩე მხოლოდ დამკვირვებლის ან მაყურებლის როლში, როდესაც
შენს თვალწინ ილახება ადამიანის ღირსება ან ირღვევა სხვათა უფლებები; Ø საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით
ინფორმირებულობას და აქტიურ მოქმედებას საზოგადოებრივი
პრობლემების გადასაჭრელად; Ø საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების
გათავისებას. |
·
მოქალაქეობრივი აზროვნების რომელ გამოვლინებებს შეხვდით კომპლექსურ დავალებაზე
მუშაობის პროცესში. |
7. მეწარმეობა
|
მაკროცნება და მასთან დკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე: |
|
იდეა; ინიციატივა · დასახული მიზნის მისაღწევად
შეუპოვრობა, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, საკუთარი თავის რწმენა
და თვითეფექტურობის განცდა მჭირდება; · მეწარმე მიზანსწრაფული
და შემოქმედი ადამიანია, რომლის საქმიანობასაც მისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო
სფეროების განვითარება მოსდევს; · დემოკრატიულ საზოგადოებაში
ინიციატივის გამოვლენა ყველგან და ყველა სფეროში შეიძლება; |
·
იდეა, რომლის მხარდაჭერა-განხორციელებაზეც
იყო ორიენტირებული კომპლექსური დავალება; რა სამსახური გაუწია ამ იდეის ხორცშესხმამ
საზოგადოებას; ·
რა თვალსაზრისით დაგჭირდა
პიროვნული რესურსების მობილიზები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში; |
|
რესურსი ·
ადამიანებს აქვთ საჭიროებები,
რომელთა დაკმაყოფილების გარეშე მათ არ შეუძლიათ არსებობა. ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას
რესურსები სჭირდება; ·
საჭირო პროდუქტის
შესაქმნელად/დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა ბუნებრივი, ადამიანური და კაპიტალური
რესურსი; ·
ადამიანებმა საკუთარი
მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილონ იმგვარად, რომ რესურსები მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნონ. |
·
რა რესურსები დაგჭირდა
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში; რას ითვალისწინებდი მათი გამოყენების პროცესში |
|
შედეგი ·
შედეგის მისაღებად
პროცესის მართვაა (დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება) საჭირო. |
·
რა გააკეთე კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისას იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიგეღო. |
8. მულტიკულტურალიზმმი
|
მაკროცნება და მასთან დკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ: |
კრიტერიუმები კომპლექსური დავალებისთვის ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე: |
|
კულტურული მრავალფეროვნება ·
კულტურული მრავალფეროვნება მსოფლიო ისტორიის მონაპოვარია; ·
სხვა კულტურის წარმომადგენლების გაცნობა, სხვა ქვეყნებში მოგზაურობა და
განსხვავებული მსოფლმხედველობის შესწავლა შესაძლებლობას მაძლევს თვალსაწიერი გავიფართოვო |
·
განსხვავებული ტრადიციები
და მსოფლმხედველობა, რომლებსაც კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში წააწყდით;
თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ; |
|
ინტერკულტურული დიალოგი ·
განსხვავებული კულტურის ადამიანებს საკუთარი საზომით არ უნდა შევხედოთ.
ყურადღება უნდა მივაქციოთ მათი კულტურის თავისებურებებს; ინტერკულტურულიი დიალოგი ამ თავისებურებების
აღმოჩენასა და გააზრებაში გვეხმარება; ·
ინტერკულტურული დიალოგი ერთი მხრივ გვეხმარება ჩვენი თავისა და კულტურის უკეთ
გააზრებაში, მეორე მხრივ კი გლობალური უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში. |
პრიორიტეტული
თემები ეროვნულ სასწავლო გეგმაში
გარდა მაკროცნებებისა,
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია პრიორიტეტული თემები, რომელი მიმართულებით
ცნობიერების ამაღლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის აქტიურ, შემოქმედებით და
პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად.
1.
გარემოს დაცვა;
2.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
3.
ჯანსაღი ცხოვრება;
4.
სამოქალაქო უსაფრთხოება;
5.
კონფლიქტების მართვა;
6.
ფინანსური წიგნიერება;
7.
კულტურული მრავალფეროვნება;
8.
ადამიანის უფლებები.
[1] დოკუმენტში ტერმინები
- სასკოლო სასწავლო გეგმა და სასკოლო კურიკულუმი - სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება.
[2] განათლების რეფორმის
მიზნებისა და ამოცანების სიღრმისეულ გააზრებაში სკოლებს ეხმარება პროექტი „ახალი სკოლის
მოდელი“. პროექტის ფარგლებში პრაქტიკული მუშაობის საფუძველზე ხდება იმის გააზრება,
თუ რას მოითხოვს განათლების რეფორმა სკოლებისგან. რა პრაქტიკა არსებობს მოთხოვნების
განსახორციელებლად, სად მთავრდება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები და სად იწყება
სკოლის შემოქმედებითი თავისუფლება.
[3] ეროვნული სასწავლო
გეგმა, 2007, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. გვ. 126-130
[4] Michael
Simonson, Sharon Smaldino, Susasn Zvcek, “Teaching and learning at a distance
(foundations of distance education)”, sixth edition, 2015. გვ. 52-53
Комментариев нет:
Отправить комментарий